"საქმეში უამრავი მოწმის ჩვენება არსებობს, რომ ის ადამიანი, რომელიც ახლა, ბოლოს გამოვკითხეთ, შემთხვევის ადგილიდან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით იყო.
ამ ფონზე ძალიან სამწუხაროა ის, რომ ეს ადამიანი ვერაფერს იხსენებს და ჩვენებას იმასთან დაკავშირებით არ იძლევა, თუ რა მოხდა. დეტალებზე საუბარი ზედმეტია. ეს ადამიანი შემთხვევის ადგილიდან მაქსიმუმ ხუთ მეტრში იმყოფებოდა და ამის ფონზე ძალიან სამწუხაროა, რომ რაიმე ხელშესახებ ინფორმაციას არ იძლევა.
დასკვნებისგან თავს შევიკავებ. ყოველ შემთხვევაში ძალიან რთულია იმის დაჯერება, რომ ხუთ მეტრში უყურებდე მოვლენათა განვითარებას და შემდეგ ამის შესახებ არაფერი გახსოვდეს.
ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მოწმეები ამ საქმეში სხვებიც არიან და არა მხოლოდ ეს ადამიანი. თუმცა, ჩვენ ვცდილობთ ინფორმაცია მაქსიმალურად წამოვიღოთ რაც შესაძლებელია,“- განაცხადა მდინარაზემ.
მასალის გამოყენების პირობები






