დავიწყებული თემა
პოზიცია - 10:22, 20 Aug, 2013     1535

ვფიქრობ, რომ სტატიის ავტორს სწორად აქვს გააზრებული ჩვენი მრავალწლიანი უგნურების ერთ–ერთი ყველაზე ტრაგიკული გამოვლინების –,,ძმობისა და მეგობრობის აღდგენის" ლოზუნგის სიყალბე და ფარისევლობა. აფხაზეთში რუსეთის მიერ ათწლეულობის წინათ დამკვიდრებული ეთნოკრატიის და აპარტეიდის პრაქტიკამ, აფსუა ეთნოსის წარმომადგენლებისათვის დაუმსახურებელი პრივილეგიების მინიჭებამ, ეს ხალხი გააუცხოვა ჩვენგან და ჩაუნერგა დაუსჯელობის სინდრომი, რაც ნოყიერი ნიადაგი გახდა რუსეთის მიერ ქარველთმოძულეობის ფსიქიოლოგიის დამკვიდრებისათვის მისივე გამოზრდილ კრემლოიდურ აფსუა ელიტასა და შემდგომ საზოგადოებაში.


ამას ხელს უწყობდა აფხაზეთში მიმდინარე პროცესებისადმი ქართული საბჭოთა სამოხელეო თუ შემოქმედებითი ელიტის სიყრუე, სიბრმავე და გულგრილობა. მიზეზი ალბათ მარტო ის არ იყო, რომ ეს ელიტა, აგრეთვე, დამპყრობლის გამოზრდილი გახლდათ. ჩვენი ელიტის და მისი უპირობოდ დამჯერე ხალხის ლაჩრულმა ბაბაიას ცნობიერებამ, გულარხეინობამ და უთავმოყვარეობამ უდიდესი გასაქანი მისცა აფსუა ეთნოსში დამპყრობლის მიერ ხელოვნურად აღორძინებულ სიძულვილს. ჩვენი ეროვნული ხასიათის ამ მეტად სავალალო გამოვლინებებმა არანაკლებ დააზიანა ქვეყანა ვიდრე მოსკოვიდან მომდინარე იმპულსებმა. ყოველივე ეს კი საბოლოოდ დამთავრდა ქართული მოსახლეობის გენოციდითა და აყრით მშობლიური ადგილებიდან.


ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი მახსენდება. 1978 წელს თბილისში გამართული ქართული ენის დაცვის მძლავრი ეროვნული მანიფესტაციის შემდეგ კრემლმა უკან დაიხია, მაგრამ არ გვაპატია. იმავე წელს მოსკოვიდან წამოყრილმა აფსუაებმა აფხაზეთში ანტიქართული გამოსვლები მოაწყვეს, გუდაუთაში საჩვენებლად რომ წვავდნენ ქართული წიგნებს და სოხუმში ლენინის მოედანზე შეკრებილები კრასნოდარის მხარესთან მიერთებას რომ მოითხოვდნენ. შევარდნაძე იყო მაშინ ცეკას პირველი მდივანი და სულ კარდაკარ შემოიარა მთელი აფხაზეთი, არიქა დაშოშმინდით და ნებისმიერ თქვენს ახირებას დავაკმაყოფილებთო. ყველა პიწავარდნილ ანტიქართველს თავზე ხელი გადაუსვა და დააწინაურა, ხოლო ადგილობრივი ქართველი პატრიოტები ვინ ციხეში გამოკეტა ხანგრძლივად, დანარჩენები კი სამსახურებიდან დახსნა.


იყო მეგობრობისა და ძმობის გაუთავებელი ღონისძიებები ყველგან და ერთგულების ფიცი–მტკიცი თავგასული სეპარატისტებისადმი. ერთი ასეთი შეხვედრა შედგა ბორჯომში ქართველ და აფხაზ ისტორიკოსებს შორის. მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, პირველივე დღეს აფსუა ისტორიკოსები რაღაცაზე ავარდნენ, მიატოვეს შეხვედრა და შემდგომ დაგეგმილ ბანკეტზე მოსვლაზეც უარი თქვეს. გონებამახვილმა ადგილობრივმა პარტმუშაკებმა გამოსავალი იპოვეს და სხვა რესტორანში ოპერატოულად გამოაწყვეს მეორე ბანკეტი, კარგადაც უთამადეს სტუმრებს და კარგადაც მოილხინეს მათთან ერთად.


მაშინაც გაგებით ეკიდებოდნენ ჩვენთვის სამარცხვინო და ტრაგიკულ ვითარებებს. ჰოდა, არც ერთ ნირწამხდარ, სუფრააყირავებული და ღირსებააყრილ ქართველ მეცნიერს რასაკვირველია პროტესტი არ გასჩენია, ერთი მათგანის გარდა. ის ადგა ქართული სუფრიდან, წავიდა ქართულ–აფხაზურ ძმობის და მეგობრობას მეორე სუფრაზე და პირდაპირ მიახალა ადგილობრივ ქართველ პარტმუშაკებთან გალაღებულ აფსუა მეცნიერებს: ,,როდის მორჩებით მაიმუნობას, როდემდე უნდა გიგოროთ წითელი კოჭი". ეს იყო ბატონი ნიკო ჭავჭავაძე. მეორე დღეს ისინი უკლებლივ გამოცხადდნენ სამუშაო შეკრებაზე.


აფხაზეთის ტრაგედიიდან 20 წლის განმავლობაში, ჩვენ ისევ ამ წითელ კოჭს ვაგორებდით და კიდევ გავა ადგილზე ტკეპნის არაერთი წელი, თუ ასე გავაგრძელებთ.


ბ–ნი ნიკოლოზ ვაშაკიძის სტატია ამ თვალსაზრისითაა საინტერესო. მასში სწორედ ,,წითელი კოჭის" პრობლემაა დანახული და ამაზე სწუხს ავტორი. ვეთანხმები მას, რომ გამოსავალი თანსწორობასა და კანონის უზენაესობაშია, მაგრამ აქაც არ უნდა ვაგოროთ კოჭები. საქართველოს პროკურატურაში თაროზეა შემოდებული რუსეთის მიერ აფხაზეთში ქართული მოსახლეობის გენოციდისა ამსახველი მრავალი ათეული ტომი. დაკითხულია 25 000 მეტი თვითმხილველი, მოწმე და დაზარალებული, დადგენილია ქართველების უმოწყალო ხოცვა–ჟლეტის უამრავი საშინელი ფაქტი. მხილებულია 20–მდე ორგანიზატორი და 800–მდე შემსრულებელი. თუმცა ამ მასალებმა ვერა და ვერ ნახა დღის სინათლე. ისევ ალბათ ძმობისა და მეგობრობის აღდგენის უყალბესი კლიშეს გამო, რომელიც ვერ ამოვაგდეთ ჩვენი გონებიდან.


ქართველებს კაცთმოყვარეობა, სხვა ეროვნებისა თუ სარწმუნოების ადამიანების მიმართ სიყვარული, პატივისცემა და ტოლერანტობა არ გვესწავლება. ამაში ჩვენი უზარმაზარი ისტორია და კულტურა გვიმაგრებს ზურგს. მაგრამ ეს არ უნდა იყოს უკიდეგანო, არ უნდა გაცდეს გონივრულ საზღვრებს და არ გადაიზარდოს ზნეობრივ განურჩევლობასა და ქალაჩუნობაში. ბოროტება კანონის ძალით უნდა დაისაჯოს, უნდა დადგინდეს აფხაზეთში ქართული მოსახლეობის გენოციდი და უნდა დაიწყოს სამართლებრივი დევნა ყველას მიმართ ვინც ეს დაგეგმა და განახორციელა. მაშინ ვიქნებით ჩვენ სახელმწიფო და ერი, თუ ამ საკაცობრიო დანაშაულს არ დავმალავთ და ხელს არავის დავაფარებთ.


დამპყრობლისაგან აფხაზეთის დეოკუპაციასთან ერთად, სწორედ ეს გახლავთ აფსუა ხალხთან შემდგომი მშვიდობიანი თანაცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფორმულა –კანონისა და სამართლის ზეობა. ეს ჩვენი ქვეყნის მორალური, საშვილიშვილო ვალიცაა იმ ათასობით უდანაშაულო ქართველის ხსოვნის წინაშე, რომელთა სისხლი დღემდე ცას შესჩუხჩუხებს და ითხოვს სამართალს.


კარგი იქნება, თუ სტატია სადისკუსიო გახდება, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს სწორი აზრის ჩამოყალიბებას ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საფიქრალის–ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების მიმართ. იქნებ დავძლიოთ მრავალწლიანი ბოდიალი ,,ძმობისა და მეგობრობის" უაზრო ხევ–ხუვებში.

 

მოძრაობა ,,დაბრუნების" თავმჯდომარე

მალხაზ პატარაია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42