“ჩემს კაბებს ანადგურებს. ჩემზე ორჯერ დიდი მკერდი აქვს, მაგრამ მაინც შემოიტკიცავს ხოლმე”- გოგოს ფარული წერილი დედამთილზე
ეს საინტერესოა - 10:45, 28 Jun, 2018     23041
ჟურნალ "სარკეს" მკითხველმა წერილი მიაწოდა, სადაც იგი საკუთარ პრობლემაზე საუბრობს:

"დედამთილის საქციელი ყელში ამომივიდა და ამ წერილის გამოგზავნაც იმიტომ გადავწყვიტე. იქნებ ასეთმა ქალებმა წაიკითხონ და ოდნავ მაინც დაფიქრდნენ თავიანთ საქციელზე. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, დედამთილი ყველგან მე გამამტყუნებს და შეიძლება ჩემზე კიდეც ლაპარაკობს ხალხში, მაგრამ თვითონ განსაჯეთ, მასთან მართალი ვარ თუ მტყუანი.

28 წლის ვარ, 4 წლის შვილი მყავს. ჩემი დედამთილი 55 წლის ქალია და ორი შვილი ჰყავს – ჩემი ქმარი და ერთი ქალიშვილი, რომელიც უცხოეთშია გათხოვილი. დედამთილი ძალიან პრანჭია ქალია, ამიტომ შვილი უცხოეთიდან ხშირად ანებივრებს სხვადასხვა ნივთებით თუ ტანსაცმლით. ათას რამეს უგზავნის, მაგრამ ამ ქალს არაფერი აკმაყოფილებს. მაინც შემოდის ჩემს ოთახში და, რაც მოხვდება, ყველაფერს ისვამს, იკეთებს, იცვამს.

თავიდან ამას ცოტა იუმორით ვუყურებდი, მაგრამ ახლა უკვე ვეღარ ვუძლებ. ხომ არ შეიძლება 55 წლის ქალმა 28 წლის გოგოს კრემები ისვას სახეზე? ჩემს კრემებს ხმარობს, ჩემს კოსმეტიკას. პომადა ნაყიდი არ მაქვს, რომ უკვე მას უსვია, ფრჩხილების ლაქს ყოველდღე იცლის და ხელახლა ისვამს, ზოგჯერ დღეში სამჯერ. ჩემი ლაქის ფერი თუ მოეწონა, თავისას წაიშლის და ჩემსას მივარდება.

სახლში ისე გამზარდეს, რომ დედას და ბებოს ჩემთვის ცალკე ჭიქა ჰქონდათ, არ მიყვარდა, სხვის ჭიქაში თუ მისხამდნენ რამეს. სავარცხელიც ჩემი მქონდა და ფრჩხილების გასაკეთებელი ნაკრებიც. არ არსებობდა, დედა მოსულიყო და ჩემი მაკრატელი აეღო, ჩემსას წარბების პინცეტსაც არ ხმარობდა. ასევე, ჩემს დასაც ცალკე ნაკრები ჰქონდა.

მე და ჩემს დას ერთმანეთის “რუმიანის” ღრუბელიც კი არასოდეს გადაგვისვამს სახეზე. მე ზოგჯერ სახეზე გამონაყარი მქონდა ხოლმე და დედა მკაცრად მაფრთხილებდა, პირსახოციც შენი გქონდეს და კოსმეტიკაც, შენს დას არაფერი გადასდოო.

ასეთ გარემოში გავიზარდე. ვერ ვიტყვი, რომ ავადმყოფურად სუფთები ვიყავით, მაგრამ ელემენტარული ჰიგიენა დაცული გვქონდა. ჩემი დედამთილის ხელში კი თურმე ეს უნდა დავივიწყო.

ქალს ცე ჰეპატიტი ჰქონდა. იმკურნალა და, როგორც ამბობს, აღარ აქვს, მაგრამ მაინც არ მსიამოვნებს, ჩემს მაკრატელს, ქლიბს ან კოსმეტიკურ საშუალებებს რომ ხმარობს. რამდენჯერმე ჩემი ფრჩხილების გასაკეთებელი ნაკრები წავიღე და სპეციალური დანადგარით კარგად გამოვახარშვინე, მაგრამ ამას როდემდე გავაკეთებ? ერთხელ ჩემი ვაჩუქე, მეორედ ძალიან კარგი ვუყიდე, მაგრამ სულ ამბობს, რომ ნუნების მაკრატელი და ქლიბი მალე უფუჭდება და მაინც ჩემსას იღებს.

მე წლობით ვხმარობ და არ მიფუჭდება. უბრალოდ ასეთი მანია სჭირს, სხვისი უნდა იხმაროს. ჩემს მაისურებს, კაბებსაც ანადგურებს. მართალია, გამხდარია, მაგრამ ჩემზე ორჯერ დიდი მკერდი აქვს. არ ეტევა, მაგრამ მაინც შემოიტკიცავს ხოლმე და მერე ჩემთვის უკვე აღარ ვარგა.

მითხარით, რა სასიამოვნოა, როცა შენს სავარცხელზე სხვის თმას პოულობ? მე ასეთი რაღაცები საერთოდ მაგიჟებს.

თავიდან ვითმენდი, მაგრამ ბოლო დროს პრეტენზიები გამოვთქვი, პირდაპირ ვუთხარი, რომ ჯობდა, ჩვენ-ჩვენი ნივთები გვეხმარა. ამის გამო ძალიან გამიბრაზდა, რამდენიმე დღის მერე ძლივს შევირიგე. როგორც ჩანს, თავის ქალიშვილსაც შესჩივლა და ახლა ის არის გაბუტული. ამას წინათ ამანათი გამოაგზავნა და ჩემთვის ერთი უბრალო რამეც არ იდო, არადა ეს არასოდეს გაუკეთებია. ვიცი, დედამისმა კარგად იმუშავა და ვინ იცის, რა ტყუილი აღარ უთხრა.

არ ვიცი, დედამთილი გარეთ რას ლაპარაკობს ჩემზე, ამ ყველაფერს კუდს საიდან აბამს, მაგრამ სიმართლე ის არის, რაც დავწერე.

ამ პრობლემის მოგვარება ძალიან მინდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემს ოჯახში ამის მიღწევა შეუძლებელია. ძალიან მინდა, ანალიზი გავიკეთო და შევამოწმო, ცე ჰეპატიტი მეც ხომ არ მაქვს, მაგრამ მეშინია იმის, რომ ვაითუ, აღმომაჩნდეს", - ნათქვამია წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42