გრიშიკა სანაკოევი 1992 წლის 7 ივნისს დაიღუპა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი მის მკვლელობაში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს.
პეტრ გასიევი ვარაუდობს, რომ „სანაკოევის სიას“ წლის ბოლომდე მიიღებენ. მისი თქმით ამ სიაში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც შევლენ:
„ ამ სიაში შევლენ საქართველოს, ამერიკის, უკრაინის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც მონაწილეობდნენ სამხრეთ ოსეთში მოწყობილ გენოციდში, მინიმუმ 2008 წელში მაინც.“- გაანცხადა გასიევმა. ამასთან მისი თქით, ამ სიის მიღება „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ საპასუხოდ არ ხდება, რადგან ოსურმა მხარემ სიაზე მუშაობა 2 წლის წინ დაიწყო. გასიევის თქმით, დოკუმენტი ყველა შესაძლო სანქციას გაითვალისწინებს. საოკუპაციო რეჟიმი შეეცდება რომ სიაში შესულ პირებზე ინტერპოლით ძებნაც გამოაცხადოს.
მასალის გამოყენების პირობები






