"ვინ ხართ თქვენ - ქალი, რომელიც მუშაობს იმისთვის რომ იცხოვროს, თუ ქალი, რომელიც ცხოვრობს იმისთვის რომ იმუშაოს?"
საზოგადოება - 21:02, 19 Aug, 2013     1199

 

 

ქალბატონი ფარლეი თავს მეორე კატეგორიას მიაკუთვნებს და საკუთარ ისტორიას უყვება მკითხველს:

 

"მე მწამს, რომ მსოფლიოში ქალები იყოფიან ორ ნაწილად, ერთნი, რომლებიც მუშაობენ იმისთვის რომ იცხოვრონ და წინასწარ გეგმავენ, თუ როგორ გაატარებენ საპენსიო ასაკს და ქალებად, რომლებიც ცხოვრობენ იმისთვის, რომ იმუშაონ. მე აშკარად მეორე კატეგორიას მივეკუთვნები:

 

არ მინახავს საქმიანი ქალი, რომელიც არ ოცნებობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაყიდის თავის ბიზნესს, მოდუნდება და დაისვენებს. ეს სურვილი ჩნდება მაშინ, როდესაც სამუშაო დღეებში 18 საათის განმავლობაშI გიწევს მუშაობა, ელექტრონულ ფოსტას და მესიჯებს შვებულების დროსაც კი ამოწმებ, კვირა დღეს სამუშაო მაგიდასთან ზიხარ, რომ მომავალი დაძაბული კვირის დღეის წესრიგი გაწერო.

მე და ჩემი მეუღლე დიდი სიამოვნებით ვუყურებდით მზის ჩასვლას ერთად, მას შემდეგ, რაც 2005-ში Green & Black's Cadbury's-ს მივყიდე და ვაპირებდი ცხოვრებას პროცენტებით.

 

მაგრამ მოხდა საინტერესო რამ, და ეს ბევრს ემართება, როდესაც დააპირებენ, რომ ახალი იახტით გაემგზავრონ ოკეანეში მზის ჩასვლის საყურებლად, უცებ ჩნდება სურვილი, რომ დაიკაპიწო ხელები და ყველაფერი თავიდან დაიწყო.

 

5 თვის განმავლობაში ვცდილობდი "პენსიაზე გასვლას", მაგრამ შევნიშნე, რომ არამარტო ჩემთვის იყო მოსაწყენი სახლში ჯდომა, არამედ მე თვითონ გავხდი მოსაწყენი ადამიანი. ერთადერთი საშუალება, რომ თავი ენერგიულ და ცოცხალ ადამიანად მეგრძნო, ისევ ბიზნესის ფეროში დაბრუნება იყო. და მეც ვცადე - შევიძინე მშობლიურ ქალაქ ჰასტინგში საცხობი, რომელიც სულს ღაფავდა და ვაქციე იგი წარემატებულ სასურსათო მაღაზიად" - ყვება საქმიანი ქალბატონი.

 

ქალბატონმა ფარლეიმ სხვა სფეროებშიც სცადა ბედი, იქაც წარმატებებს მიაღწია და დაამტკიცა, რომ მართლაც არის დაბადებული იმისთვის, რომ საქმე აკეთოს.

 

"ჩვენს საკმარისი დრო გვექნება დასვენებისთვის, როდესაც გარდავიცვლებით" - ამ ცნობილი ფრაზით გამოხატავს ჟოზეფინ ფარლეი თავის ცხოვრებისეულ კრედოს.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42