გუგული მაღრაძე აშშ-ში ვიზიტის დროს კარნეგის ფონდში სიტყვით გამოვიდა
პოლიტიკა - 20:42, 27 Jun, 2018     2308
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გუგული მაღრაძემ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, 26 ივნისს, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდში საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ საჯარო ლექცია გამართა.


საჯარო ლექციას მოდერაციას უწევდა კარნეგის ფონდის ევრაზიისა და რუსეთის პროგრამების უფროსი მრჩეველი პოლ სტრონსკი. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ში ევროკავშირის დელეგაციის, რეგიონის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და ფონდებიდან.

გუგული მაღრაძემ დამსწრეთ წარუდგინა საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის".

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივების მიზანია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის პროცედურების გაადვილება, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს ჩაერთონ განათლების, ბიზნესის, ვაჭრობის, ჯანდაცვის სფეროში და გამოიყენონ ის უპირატესობები, რასაც საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების ხელშეკრულება და ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს.

გუგული მაღრაძემ დეტალურად ისაუბრა განათლების სფეროში დაგეგმილი იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რაც ფართო შესაძლებლობებს უხსნის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს მიიღონ საერთაშორისო სტანდარტის განათლება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივები, აღინიშნა რომ ეს არის ის რეალისტური და სწორი გზა, რომელიც პერსპექტივაში ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას კონფლიქტით გახლეჩილი საზოგადოების ინტეგრაციის მეშვეობით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42