მესამე რეგიონული კონფერენცია „ფული პოლიტიკაში“ დასრულდა
პოლიტიკა - 20:37, 27 Jun, 2018     976
მუშაობა დაასრულა მესამე რეგიონულმა კონფერენციამ თემაზე „ფული პოლიტიკაში“, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობით, 26-27 ივნისს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.


კონფერენცია მიზნად ისახავდა ევროპისა და აზიის ქვეყნებში პოლიტიკური დაფინანსების მიმართულებით არსებული გარემოს შეფასებას, გამოცდილების გაზიარებას, დაფინანსების მექანიზმებისა და მონიტორინგის შედეგების გაუმჯობესებას.

კონფერენციის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიციატივა, „პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის განმახორციელებელი სტრუქტურების თანამშრომლობის ასოციაციის“ დაფუძნების შესახებ. აღნიშნული პლატფორმა მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესებას პოლიტიკური დაფინანსების მიმართულებით.

კონფერენციაზე განიხილეს პოლიტიკური დაფინანსების სფეროში სამოქალაქო საზოგადოებისა და სოციალური მედიის როლის მნიშვნელობა, ფინანსური მონიტორინგის თანამედროვე ინსტრუმენტები და კრიპტოვალუტის გამოყენების პრაქტიკა, ქალი კანდიდატებისთვის პოლიტიკური ფინანსების თანაბარი ხელმისაწვდომობის მექანიზმები, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და სხვა.

რეგიონული კონფერენცია თემაზე „ფული პოლიტიკაში“ თბილისში მესამედ გაიმართა. მასში მონაწილეობდა 10 ქვეყნის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის განმახორციელებელი სტრუქტურების 100-ზე მეტი წარმომადგენელი და საერთაშორისო ექსპერტი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ერთად, კონფერენციას ორგანიზება გაუწიეს: ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭომ (CoE), დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტმა (International IDEA), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა (IFES), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ, მულტიპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა (EECMD).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42