როგორ ვებრძოლოთ ციხის მაყურებლებს?
პოზიცია - 20:37, 19 Aug, 2013     2615

 

"სულ უფრო აქტუალური ხდება და შეიძლება ითქვას უმწვავეს პრობლემად იქცა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემისათვის თავისუფლების აღკვეთის ადგილებში წესრიგის დაცვა. ბოლო თვეებში ჩვენ არაერთი ტრაგიკული, მძიმე დანაშაულის მომსწრენი გავხდით, ხშირად გვესმის ციხეებში ,,მაყურებელთა" მზარდი გავლენის შესახებ.

 

ასეთი სიტუაცია უდაოდ იწვევს პატიმართა უფლებების მასობრივ დარღვევას, ვეღარ მიიღწევა სასჯელის მთავარი მიზნები: მსჯავრდებულის რესოციალიზაცია და რეინტეგრაცია, მცირდება საზოგადოების ნდობა სასჯელაღსრულების სისტემის მიმართ.

10 წლის წინ ციხეებში უწესრიგობისა და დანაშაულის მთავარი გამომწვევი მიზეზი კანონიერი ქურდისა და ქურდული სამყაროს არსებობა იყო. სახელმწიფოს მიერ გადადგმულმა ეფექტურმა ნაბიჯებმა, მათ შორის კანონიერი ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობის დანაშაულად გამოცხადებამ გამოიწვია ამ ფენომენის გაქრობა, რასაც მოჰყვა ციხეებში წესრიგის დამყარება.

რეფორმატორთა კლუბს მიგვაჩნია, რომ წინა გამოცდილების გათვალისწინებით აუცილებელია ,,ციხის მაყურებლის" ქმედებების სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადება. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, აქცენტი უნდა გაკეთდეს პატიმრისათვის წინასწარ ისეთი პირობების შექმნაზე, რომელიც მას აქცევს ,,მაყურებლად" - შეუძლებელია თავისუფლეაღკვეთილმა პირმა ციხეში მოიპოვოს უკანონო პრივილეგიები სხვისი დახმარების გარეშე.

რეფორმატორთა კლუბი კანონმდებელს სთავაზობს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანას:

 

პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოთავსებულ პირთა მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ხელშეწყობა

1. პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოთავსებული პირებისათვის განზრახ ისეთი პირობების შექმნა ან წაქეზება, რომელიც მიზნად ისახავს სხვა პირთა მიმართ მათი ნების თავისუფლებაზე უკანონო ზემოქმედებას წამების, ძალადობის, სასტიკი მოპყრობის მუქარის გზით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე;

 

2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ)აკრძალული საგნის გადაცემით;

გ)არასრულწლოვნის მიმართ;

დ) არასრულწლოვნის ან ქალის ნების თავისუფლებაზე უკანონო ზემოქმედების მიზნით;

ე) სამაახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

ვ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით;

ზ)რამაც გამოიწვია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაცია ან სხვა მძიმე შედეგი - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე

 

3. პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოთავსებული პირის მიერ მისთვის ცნობილ წინასწარ შექმნილ პირობებში სხვა პირთა მიმართ მათი ნების თავისუფლებაზე უკანონო ზემოქმედება წამების, ძალადობის, სასტიკი მოპყრობის მუქარის გზით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე;

 

4. ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ)აკრძალული საგნის გამოყენებით;

გ) არასრულწლოვნის ან ქალის ნების თავისუფლებაზე უკანონო ზემოქმედების მიზნით;

დ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით;

ე) რამაც გამოიწვია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაცია ან სხვა მძიმე შედეგი - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე.


შენიშვნა:

პირი, რომელიც წინასწარ აცნობებს სამართალდამცავ ორგანოებს მისთვის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის პირობების შექმნის ან წაქეზების შესახებ, გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

ასეთი მუხლის არსებობა იქნება შემაკავებელი ფაქტორი როგორც პატიმრებისათვის, ასევე სხვა პირებისათვის, არ დაუშვან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში უკანონო გავლენებისა და ,,კრიმინალური წესრიგის" დამკვიდრება.

რეფორმატორთა კლუბი პროგნოზირებს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შემთხვევაში:

- უზრუნველყოფილი იქნება პატიმართა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

- ხელს შეუწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის პროცესს;

- შემცირდება სად-ის საქმიანობის დეზორგანიზაციის რისკი;

- გაიზრდება საზოგადოების ნდობა სასჯელაღსრულების სისტემის მიმართ.

 

ირაკლი კობიძე

,,რეფორმატორთა კლუბი''





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42