საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტი ნოდარ თათვიძე აღნიშნავს რომ დღეისათვის საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტთა გარკვეულ რაოდენობას სტატუსი შეჩერებული აქვს, რომელთა რიცხვიც დღითიდღე იზრდება.
"საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტთა გარკვეულ რაოდენობას სტატუსი შეჩერებული აქვს და მათი რიცხვი სამწუხაროდ დღითიდღე იზრდება. დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მათ არ აქვთ საშუალება გადაიხადონ სწავლის თანხა და იძულებულნი ხდებიან უმაღლესი სასწავლებლები დატოვონ, მაშასადამე ისინი ვერ ახდენენ თავიანთი უფლების რეალიზებას. ამიტომ დროის უმოკლეს ხანში მივმართავთ განცხადებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინიტრს ქალბატონ თამარ სანიკიძეს სტატუს შეჩერებულ სტუდენტთა პრობლემატიკის შესახებ. რა თქმა უნდა პრობლემა პრობლემად არ უნდა დარჩეს და დიდი იმედი გვაქვს რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქალბატონი თამარ სანიკიძე დაინტერსდება სტუდენტთა პრობლემატიკით და შეძლებისდაგვარად მოაგვარებს ყველა იმ პრობლემას რაც უპირველეს ყოვლისა სტუდენტს ხელს უშლის თავისუფლად სასწავლო პროცესში ჩართვისთვის" - განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ.
"საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ დავიწყეთ ახალი პროექტი "სტუდენტთა პრობლემატიკის კატალოგი" რომლის მეშვეობითაც სტუდენტებს ვაძლევთ საშუალებას მოგვმართონ თავიანთი სტუდენტური პრობლემატიკის შესახებ ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე. ხოლო ადეკვატური პრობლემები რომლის მოგვარებაც შედის უშუალოდ საქართველოს განათლებისა და მეცნოერების სამინისტროს კომპეტენციაში ეცნობება სამინისტროს საქართველოს სტუდენტთა უფლბების ლიგის მხრიდან. სწორედ ერთ-ერთ აქტუალურ თემას კი დღეისათვის სწავლის თანხის გადაუხდელობის გამო სტატუს შეჩერებულ სტუდენტთა პრობლემატიკა წარმოადგენს, რომლის შესახებ დროის უმოკლედ ვადაში ვაცნობებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიოერების მინისტრს ქალბატონ თამარ სანიკიძეს." - განაცხადეს საქართველოს სტუდენტა უფლებების ლიგის ვიცე-პრეზიდენტმა ჯაბა ალთუნაშვილმა და ამავე ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სანდრო თორდიამ.
საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა აქტიურად განაგრძობს სტუდენტთა უფლებების დაცვას. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ძალიან ბევრ სიახლეს გვპირდება მომავალშიც.
მასალის გამოყენების პირობები






