ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სია უფრო ფართო უნდა იყოს.
„გარდაცვლილ ადამიანებს ჩვენ უცხოეთში შესვლას ვუკრძალავთ და სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესებას ვითხოვთ მათ მიმართ... სია არის პოლიტიკური აქტი, ამიტომ ჩვენი წინადადებაა, რომ სასწრაფოდ იქნას გადახედილი პარლამენტის რეზოლუცია და ამ სიაში რეალურად იყვნენ შეყვანილი დამნაშავეები, მათ შორის რუსეთის მოქალაქეები,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა საერთაშორისო რეაქციაზე საუბრობს.
„წარმოგიდგენიათ, რა ეფექტს იქონიებს თუნდაც ამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, როდესაც აღმოაჩენენ, რომ სიაში არიან შეყვანილი გარდაცვლილი ადამიანები. აქ აუცილებელია იმ უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია ამ სიის შედგენაზე, რომელიც გულგრლად მიუდგა ამ საქმეს და მიუდგა როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, მიდიოდი სამსახურში და ტაბელს აბრუნებდი, ასეთი პრინციპით არის შედგენილი ეს სია. თუ უმრავლესობას პოლიტიკური თავმოყვარეობა გაგაჩნიათ, აუცილებლად ის უწყება, რომელიც არის პასუხისმგებელი ამ სისის შედგენაში, უნდა მოვიდეს პარლამენტში და აგვიხსნას, როგორ არ მოხვდნენ ამ სიაში ან რუსეთის მოქალაქეები ან როგორ მოხვდნენ დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანები,“- განაცხადა
რაც შეეხება ხელისუფლებას ისინი აცხადებენ, რომ სიის დახვეწა გაგრძელდება.
„სანამ ჩვენ არ გვექნება დადასტურებული ინფორმაცია, რომ კონკრეტული პირები არიან გარდაცვლილები, ჩვენ ამ ადამიანებს ვერ ამოვიღებთ სიიდან, ამას სჭირდება მუშაობა. ოპოზიციის ნაწილი ძალიან ხშირად არის შემჩნეული, რომ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას,“- განაცხადა სოფო კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






