"ოცნებაში" აცხადებენ, რომ 33 კაციანი სია არ არის საბოლოო და ის შესაძლოა გაფართოვდეს.
„ის, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები ამას ბუნებრივია ჩვენ არ გამოვრიცხავთ. თუ ოპოზიციის მხრიდან იქნება შესაბამისი სახელები და გვარები დასახელებული ვინც ამ კონტექსტში ჯდება, ბუნებრივია ჩვენ ამას გავითვალისწინებთ, ანუ ჩვენთვის მთავარი არის პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის ადამიანი, რომელსაც კონკრეტული დანაშაული მიუძღვის,“-განაცხადა სოფო კილაძემ.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სიის შემადგენლობაზე მუშაობა გრძელდება.
„არ არის გამორიცხული ამ სიიდან გამოკლება ადამიანების. ეს არის ის ნაბიჯი სადაც ჩვენ იმედი გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის, რომ ამ სიას დეკლარაციული ხასიათის გარდა ასევე ჰქონდეს პრაქტიკული მნიშვნელობა, შესაბამისი ეფექტი,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






