ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგის გადახედვას ითხოვს
პოლიტიკა - 12:41, 27 Jun, 2018     756

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგის გადახედვას ითხოვს. ამის შესახებ სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა.

მისი თქმით, ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგი სრულად არ შეესაბამება აღნიშნული ფორმატის წინაშე არსებულ ამოცანებს.

„ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ ყოველი რაუნდის წინ დღის წესრიგის გადახედვა. კერძოდ, ჩვენ არაერთხელ გამოვედით ინიციატივით, დისკუსიების დღის წესრიგის მესამე პუნქტიდან ამოვიღოთ ფრაზა „უსაფრთხოების საერთაშორისო ზომები“, - განაცხადა მან.

ჯიოევის განმარტებით, დღის წესრიგის სახელწოდებაა – „ძალის გამოუყენებლობა და უსაფრთხოების საერთაშორისო ზომები“.

„ძალის გამოუყენებლობა ძალიან აქტუალური საკითხია და ჟენევის დისკუსიების ძირითად ამოცანას წარმოადგენს, რაც შეეხება მეორე ნაწილს – „უსაფრთხოების საერთაშორისო წესები“, ჩვენ და ჩვენს კონტრპარტნიორებს მათ დასავლელ მფარველებთან ერთად, ეს სხვადასხვაგვარად გვესმის. ამასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ მოცემული ფორმულირება უკვე არ არის სავალდებულო და არ ატარებს თანაბარ დატვირთვას“, – აღნიშნა ჯიოევმა.

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის უსაფრთხოების საერთაშორისო ზომები ან გარანტიები რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების ყოფნაა.

„საქართველოსთვის უსაფრთხოების ასეთ საერთაშორისო გარანტიებს სხვა ძალები წარმოადგენენ, ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით, მოვხსნათ ეს პუნქტი დისკუსიების დღის წესრიგიდან“, – განაცხადა ჯიოევმა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაცია ასევე ითხოვს, დღის წესრიგში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნის საკითხი შეიტანონ.

წყარო: 1TV.GE.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42