"თუ არ ითამაშებთ, ვერც მოიგებთ. ამიტომ, ითამაშეთ, რადგან მოგება ყველას შეუძლია!" - ეროვნული ლატარიის ყველაზე იღბლიანი გამარჯვებული
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:29, 27 Jun, 2018     1931
თინათინ აზალაძე საქართველოს ეროვნული ლატარიის ყველაზე იღბლიანი გამარჯვებულია.

მან ტირაჟიანი ,,ლოტო 6/36-ის’’ ბილეთი საყვარელი ადამიანების დაბადების დღეების რიცხვებით შეავსო და 79 172 ლარი მოიგო. რას ნიშნავს მისთვის ლატარიის თამაში და რა შეიცვალა მოგების შემდეგ მის ცხოვრებაში, ამის შესახებ თინათინ აზალაძის ბლიც-ინტერვიუდან შეიტყობთ.

- თინათინ, თქვენ ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ლატარიის ყველაზე

მსხვილი გამარჯვებული ბრძანდებით, ხშირად თამაშობდით ლატარიას?

- ლატარიას ხშირად ვთამაშობ, განსაკუთრებით - სამშაბათობით. მინიმუმ 2 დაფას ვავსებ ხოლმე.

- თქვენი აზრით რამ განაპირობა თქვენი მოგება, იღბალმა თუ შემთხვევითობამ?

- ცხადია, იღბალმა, ბედნიერმა შემთხვევითობამ. უფრო მეტად კი - ღვთის წყალობამ.

- გჯეროდათ ასე შემთხვევით შეიძლებოდა ამხელა თანხის მოგება?

- მოგების ყოველთვის მჯერა, როდესაც ლატარიის ჯიხურთან მივდივარ. ბევრად უფრო ამბიციურ მოგებაზეც მიფიქრია.

- რა ემოცია დაგეუფლათ თქვენ და თქვენს ოჯახს, როდესაც ლოტოტრონმა თქვენს მიერ ბილეთში შემოხაზული ციფრები გამოავლინა?

- გათამაშება პირდაპირ ეთერში არ გვინახავს, ბილეთი საიტზე დაახლოებით 11 საათზე გადავამოწმეთ და იმის მერე არ გვახსოვს არაფერი.

ძალიან დიდი ხანი ვიყავით ეიფორიაში, მაგარი განცდაა!

- რას მოახმარეთ მოგებული თანხა და რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?

- მცირე ხნის წინ მე და ჩემმა მეუღლემ ბინა შევიძინეთ, ამ ბინის კრედიტი „ჩავაქრეთ“ და რემონტის ფულიც დაგვრჩა.

- იდევ აგრძელებთ ლატარიის თამაშს?

- ცხადია, რატომ არ უნდა გავაგრძელო?!

- რას ურჩევდით ლატარიის მოთამაშეებს?

- თუ არ ითამაშებთ, ვერც მოიგებთ. ამიტომ, ითამაშეთ, რადგან მოგება შეუძლია ყველას!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42