საქართველოს ბანკმა ახალი დაპირება წარადგინა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:16, 27 Jun, 2018     1691
მთელი საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, კომპანიის ახალი დაპირება წარადგინა. დღეს, საქართველოს ბანკს 2 000 000-ზე მეტ მომხმარებელთან აქვს ურთიერთობა მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც დასტურია იმისა, რომ წლების განმავლობაში კომპანია სწორი გზით ვითარდებოდა. ეს არ არის უბრალოდ რიცხვი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან 2 000 000 ადამიანი ნიშნავს ამდენივე განსხვავებულ ღირებულებას, მიზანს და სურვილს. საქართველოს ბანკი პირველივე დღიდან ცდილობს საბანკო მომსახურება გახადოს ყველასათვის ხელმისაწვდომი და თითოეულ ადამიანს მათი სურვილების განხორციელებაში დაეხმაროს.

საქართველოს ბანკმა გასულ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში არაერთი ნოვაცია შემოიტანა და დანერგა საბანკო მომსახურების სფეროში: საქართველოს ბანკი იყო პირველი ვინც ქვეყანაში 1996 წელს – Western Union-ში შემოიყვანა. ამავე წელს შექმნა პირველი პლასტიკური ბარათი - Georgian Card-ი, ხოლო 1998 წელს დადგა პირველი ბანკომატი საქართველოში. მომხმარებელს ბანკმა პირველად შესთავაზა ისეთი ინოვაციური სერვისები და პროდუქტები, რომელიც კლიენტსაც უმარტივებდა ამოცანებს, მეტ შესაძლებლობას აძლევდა და ბანკთან თანამშრომლობის კულტურას უყალიბებდა, ამავე დროს ქვეყანაში ბევრ მნიშვნელოვან ბიზნეს-მიმართულებას ავითარებდა. 2012 წელს საქართველოს ბანკი იყო პირველი ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ ლისტინგში განთავსდა.

„დღეს თითოეული ჩვენგანის განსხვავებული და ინდივიდუალური მიზანი სამყაროში აღარ არსებობს განყენებულად და მჭიდრო კავშირშია მთელ საზოგადოებასთან. საქართველოს სწორედ თითოეულის ინდივიდუალური ხედვა ქმნის, თითოეული ჩვენი ქმედება გავლენას ახდენს არა ერთ, არამედ მილიონობით სხვა ადამიანზე. საკუთარი ღირებულებებით, გრძნობებით და სურვილებით ჩვენ ერთად ვქმნით ახალ, უკეთეს საქართველოს, რომელიც მრავალფეროვანი და განსხვავებულია. ეს საქართველო ეკუთვნის ყოველ ჩვენგანს. ჩვენთვის კი პატივია ვიყოთ სწორედ ასეთი - მთელი საქართველოს ბანკი!”- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

მთელი საქართველოს ბანკმა, ახალი ბრენდის დაპირების წარდგენის ფარგლებში, შექმნა უნიკალური ონლაინ პლატფორმა www.bankof.ge ყველა ადამიანს შესაძლებლობა აქვს ეწვიოს ვებგვერდს, უპასუხოს მარტივ კითხვებს და აღმოაჩინოს მისი საკუთარი საქართველო. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა - ინდივიდუალური ხედვით, ღირებულებებით, გრძნობებით და სურვილებით თავად შექმნას საკუთარი ვიდეო - თუ როგორია მისი საქართველო. ვიდეოს შექმნისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.bankof.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42