"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას"- კონგრესის პასუხი მარგველაშვილის ინიციატივაზე
პოლიტიკა - 11:39, 27 Jun, 2018     1043
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის კონგრესს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"მოხარული ვარ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ორპარტიული კანონპროექტის „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ წარდგენის გამო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოსადმი"- წერს „ტვიტერზე“ ქვეყნის პირველი პირი.

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი წარედგინა.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას ეთმობა და აქტის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოსთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენა ევალება

კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით.

საკანონმდებლო აქტით, კონგრესი აშშ-ში შესვლის აკრძალვისა და ფინანასური აქტივების დაყადაღების გზით სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც უშუალო მონაწილეობით ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. კონგრესი ავალებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, აშშ-ის ხაზინის მდივანთან კონსულტაციის გზით, კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში გამოვლენილი პირების თაობაზე დეტალური ანგარიშის წარდგენას.

საკანონმდებლო აქტით, კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას; ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს. ამ სახით, კანონპროექტი ეხმიანება „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ" საქართველოს პარლამენტის ორპარტიულ რეზოლუციას

ორპარტიული კანონპროექტით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.

მომდევნო ეტაპზე საკანონმდებლო აქტის პროექტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტზე განიხილავენ. მხარდაჭერის შემთხვევაში, კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. მიმდინარე მოწვევის აშშ-ის სენატის მიერ მსგავსი შინაარსის საკანონმდებლო აქტის დამტკიცებისა და აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მისი ხელმოწერის შემთხვევაში, იგი კანონად იქცევა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში კონგრესში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით სამი ღვის წინ გამოვიდა.

"- ჩემთვის დიდი პატივია აქ, ვაშინგტონში მეგობრებთან და მოკავშირეებთან ყოფნა.

• ჩვენს ქვეყნებს მაღალი დონის პარტნიორობა აკავშირებთ; ამერიკელი და ქართველი ხალხები აფასებენ საერთო ღირებულებებს და იზიარებენ თავისუფლებისკენ სწრაფვას.

• ჩვენს მეგობრობასა და პარტნიორობას საფუძველი ჩაუყარეს ჩვენმა ქალებმა და მამაკაცებმა სამხედრო ფორმაში, რომლებიც საერთო მიზნებისთვის მხარდამხარ იბრძვიან ათწლეულების მანძილზე. დიდება მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენს თავისუფლებას. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ მათ ღვაწლს.

• ჩვენ მათ არასდროს დავივიწყებთ და განვაგრძობთ თავისუფლებისთვის ბრძოლას. ამისთვის ჩვენ ისე გვჭირდება გამბედაობა, როგორც არასდროს.

• 30 წლის წინ, როდესაც ცივი ომი დასრულდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თავისუფალი სამყარო კვლავ ცივი ომის გამოწვევების წინაშე დადგებოდა, მაგრამ დღეს, საქართველოს 20% ოკუპირებულია, მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობა კვლავ დარღვეულია, ყირიმი ანექსირებულია, უკრაინაში ომია. დღეს, ჩვენ ყველანი ვლაპარაკობთ მკვლელობის მცდელობაზე სოლსბერიში, საქართველოში, რამდენიმე კვირის წინ, ყოფილი ქართველი სამშვიდობო, რომელიც ერაყში მოკავშირეებთან ერთად მსახურობდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს; დღეს, მოსკოვიდან კიდევ უფრო შემაშფოთებელ საომარ რიტორიკას ვისმენთ.

• დღეს, რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ჩვენ კვლავ გვჭირდება ის ერთობა, რომელმაც ერთხელ უკვე დაამარცხა ცივი ომი. ეს გამარჯვება მიღწეული იქნა თავდადებით. როგორც ერთმა გენერალმა აღნიშნა, ეს იყო „ომის ბრძოლის გარეშე მოგება“.

• საქართველო, როგორც რეგიონში დასავლეთის ალიანსების და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის საყრდენი, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსრეგიონული თანამშრომლობის გრძელვადიან გადაწყვეტილებებს, ქმნის ენერგეტიკისა და ტრანსპორტირების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს; ჩვენ გავხსენით "საზღვრები" რეგიონალური ეკონომიკისა და ჩაკეტილი ქვეყნებისთვის; ჩვენ დასავლური სტანდარტების მიხედვით ჩამოვაყალიბეთ პოლიტიკური და სახელმწიფო ინსტიტუტები.

• ყოველივე ამის გამო, საქართველოს წარმატებას დაკვირვებით ადევნებენ თვალს და შესაბამისად, ის ხშირად დგას გამოწვევების წინაშე.

• როდესაც მწვავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ისტორიული მომენტები, ის ჭეშმარიტი მომენტები, რომლებიც დიდმა ლიდერებმა შექმნეს; თამამი ნაბიჯები, რომლებმაც მოუტანეს სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა მსოფლიო ერებს;

• კაცობრიობის უახლოეს ისტორიაში, არ არსებობდა შემთხვევა, რომ ვინმეს ამ ეტაპისთვის ამერიკული ხელმძღვანელობის გარეშე მიეღწია.

• პრეზიდენტ ტრუმანმა, ეიზენჰაუერმა და პრეზიდენტმა რეიგანმა, საკუთარი გამბედავი ნაბიჯებით, (ვგულისხმობ ცივი ომის კედლების დანგრევას), მილიონობით ადამიანს შვება მოჰგვარეს, გაბედული და საპასუხისმგებლო პოლიტიკის სტანდარტები ჩამოაყალიბეს.

• ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ ჩვენს მოკავშირე შეერთებულ შტატებთან გავავითარეთ სტრატეგიული პარტნიორობა; ჩვენ ვიფიქრეთ და ჩამოვაყალიბეთ სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას; მოხარული ვარ, რომ აქ საქართველო აღიქმება, როგორც შეერთებული შტატების განსაკუთრებული პარტნიორი და მოკავშირე ქვეყანა რეგიონში.

• მიმაჩნია, რომ ამ განსაკუთრებულ პარტნიორობას განსაკუთრებული დაფასება სჭირდება.

• ამ გამორჩეულ აუდიტორიასთან საუბრისას, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა ამ განსაკუთრებული ურთიერთობების მხარდაჭერისა და განმტკიცებისათვის.

• საქართველოს მხარდამჭერი აქტი გააერთიანებს ყველა არსებულ თანამშრომლობის ფორმატს და ასევე წარმოქმნის ახალ ფორმატებს. ის უზრუნველყოს როგორც ჩემი ერის გრძელვადიან სტაბილურობას, ასევე აშშ-ს ინტერესების დაცვას რეგიონში;

• მადლობას გიხდით მეგობრობისთვის და მოგიწოდებთ, რომ კიდევ ერთხელ განახორციელოთ განსაკუთრებული ამერიკული ხელმძღვანელობა თავისუფლების მიზნით.

• გულითად მადლობას ვუხდი ატლანტიკური საბჭოს და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის. მადლობა საქართველოს ელჩს და საელჩოს. მინდა დავასრულო ამერიკის პრეზიდენტის ციტატით: - 1918 წელს პრეზიდენტმა უილსონმა ჩამოაყალიბა ხედვა, თუ რა იყო მისი ძალისხმევის უზენაესი მიზანი: "ჩვენ ამ ომში რასაც მოვითხოვთ, მასში უცნაური არაფერია. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მსოფლიო გახდეს საცხოვრებლად ჯანსაღი და უსაფრთხო; და განსაკუთრებით უსაფრთხო თითოეული მშვიდობისმოყვარე ერისთვის, რომელსაც, როგორც ჩვენს ქვეყანას, სურს რომ საკუთარი სურვილით იცხოვროს, მართოს საკუთარი ინსტიტუტები, დარწმუნებული იყოს სამართლიანობაში და სხვა ხალხის მიმართ ეგოისტური აგრესიის და ძალის გამოყენების მაგივრად, სამართლიან მიდგომაში. მსოფლიოს ყველა ხალხი ამ ინტერესის გარშემო ერთიანდება და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვხედავთ, რომ თუ სხვას არ მოექცევი სამართლიანად, არც შენ მოგექცევიან," - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42