კახი კალაძე ბიზნესის წარმომადგენლებს საინვესტიციო პროექტის გასაცნობად შეხვედრაზე იწვევს
პოლიტიკა - 11:31, 27 Jun, 2018     908

„ბიზნესის წარმომადგენლების ჩართულობა ქალაქის განვითარებაში აუცილებელია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ხვალ დედაქალაქის მერიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება, სადაც თბილისში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებზე იქნება საუბარი.

„ხვალ ვგეგმავთ ბიზნესექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რომელიც მერიის ორგანიზებით „რესდისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება. გვინდა, რომ კიდევ ერთხელ მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ყველა იმ საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქს გააჩნია და მგონია, რომ ზოგადად ბიზნესის თანადგომა, მათი ჩართულობა აუცილებელია ქალაქის განვითარებაში. იმ ვალდებულებებს, რაც ჩვენი მოქალაქეების წინაშე აღებული გვაქვს, რა თქმა უნდა, აუცილებელად შევასრულებთ, თუმცა ბიზნესის წარმომადგენლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ ქვეყნისა და ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში. მათი თანადგომა იქნება აუცილებელი იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებში, რომელიც ჩვენ გვაქვს დაანონსებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ხვალინდელ შეხვედრაზე ბიზნესსექტორის ყველა წარმომადგენელი მიიწვია.

„იმედი გავქვს, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება. ბიზნესსექტორს ყველა საინვესტიციო პროექტს გავაცნობთ. მივაწვდით სრულ ინფორმაციას, თუ რა ბიზნეს აქტივობებს სთავაზობს მერია კერძო სექტორს და მივცემთ ამ პროექტებში კონკურენტულ საწყისებზე მონაწილეობის შესაძლებლობას. ეს არის სამშენებლო პროექტები, მიწისქვეშა პარკინგების პროექტები, რადიოქალაქის, ქალაქის გარე განათების პროექტი და ა.შ. ბევრი საინტერესო პროექტი იქნება, რომელსაც ხვალ წარმოვადგენთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42