ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელები ინგლისში, ცოლ-ქმარი ფრედ და როზმარი უესტები, იტაცებდნენ, აწამებდნენ და შემდეგ კლავდნენ გოგონებს გასული საუკუნის 60-იან 70-იან წლებში.
როგორც ცნობილია მომავალი ცოლის გაცნობამდე, ფრედი ორ ქალთან ურთიერთობდა - მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან რენესთან და მის მეგობართან ენ მაკფოლთან. პირველს ჰყავდა ქალიშვილი შარმეინი, მაგრამ ფრედმა იგი იშვილა, მოგვიანებით კი დაიბადა ენ მარი. სწორედ იმ დროისთვის ცაიდინა ფრედმა პირველი დანაშაული - იგი ნაყინის ავტომობილის მძღოლად მუშაობდა და ამავე ავტომობილში 4 წლის ბიჭი მოკლა.
მოგვიანებით რენე და ფრედი წავიდნენ და ენ მაკფოლიც თან წაიყვანეს, რომელიც მათ ორ ქალიშვილს ძიძობას უწევდა. რენე ქმარს გაექცა, რადგან იგი ფრედის მოულოდნელმა აგრესიულმა გამოხატულებებმა შეაშინა, ენს კი პირიქით ფრედის მსგავსი ქცევები მოსწონდა - მას უკვე ეს მამაკაცი უყვარდა და მალევე დაფეხმძიმდა მისგან.
როცა ბავშვი უნდა დაბადებულიყო, ენი გაუჩინარდა, მისი ძვლები მხოლოდ 30 წლის შემდეგ იპოვეს - ფრედმა მისი ახალი საყვარელი მოკლა, რენემ თავისი ორი ქალიშვილი ქმარს დაუტოვა.
მალევე ფრედ უესტი მის მომავალ მეუღლეს როზმარის შეხვდა: ფრედი 27-ის იყო, როზმარი კი 15 წლის. ერთი წლის შემდეგ ფრედმა და როზმარიმ ერთად ცხოვრება დაიწყეს, მათ ქალიშვილი ჰიზერ ენი მალევე შეეძინათ, როზმარის სულ 7 შვილი ჰყავდა.
როზმარიმ ტავდაპირველად მისი გერი შარმეინი მოკლა, იმ მიზეზით რომ გოგონა არ ტიროდა მაშინ, როცა სცემდნენ. მოგვიანებით როზმარიმ განაცხადა, რომ გოგონა დედამისმა რენემ წაიყვანა.
უესტი როზმარის აიძულებდა პროსტიტუციით დაკავებულიყო, სწორედ ამიტომ სახლში სპეციალური ოთახი მოაწყო, სადაც ის წითელ შუქს ანთებდ ადა ასე აფრთხილებდა შვილებს, რომ დედა „კლიენტების მომსახურებით იყო დაკავებული“. კლიენტებს შორის იყო თავად როზმარის მამაც ხოლმე, თავად ვესტი კი ოთახში მიმდინარე პროცესებს თვალყურს ადევნებდა ხოლმე.
1972 წელს წყვილმა შვილებისთვის 17 წლის კეროლაინ ოუენსი დაიქირავეს, რომელზეც აცხადებდნენ რომ ბავშვებისთვის მასაჟისტაც მუშაობდა. თუმცა, როგორც კი წყვილმა ამსზე სექსუალური ზეწოლა განახორციელა, კეროლაინი გაქიცა, მაგრამ მოგვიანებით ისევ დაბრუნდა. მათ გოგო დააბეს და სასტიკად გაუსწორდნენ, გააუპატიურეს. კეროლაინი კვლავ გაიქცა, პოლიციაში საჩივარი შეიტანა, მაგრამ როცა საქმე სასამართლომდე მივიდა, რატომღაც სარჩელი უკან გამოიტანა.
1973 წელს ფრედმა და როზმარიმ 8 წლის ენ მარი სარდაფში ჩაკეტეს და გააუპატიურეს, გოგონა სახლიდან 15 წლის ასაკში გაიქცა. წყვილმა ჰიზერ ენიც მოკლა.
მხოლოდ 1992 წელს მოხერხდა დამნაშავეების დაკავება, მას შემდეგ რაც ფრედმა 13 წლის ქალიშვილი მისი მეუღლის შინარყოფნის დროს გააუპატიურა. გოგონამ დედას შეშჩივლა, მაგრამ დედამ უპასუხა, რომ ღირსი იყო. 13 წლის გოგონამ საკუთარი ტრაგიკული ამბავში მეგობარს უამბო და მეგობარმა ეს ყველაფერი დედას უამბო. სწორედ ასე გახდა ცნობილი სერიული მკვლელებისა და მკვლელობების შესახებ.
სამართალდამცავებმა უესტების სახლი ეზოში ადამიანების ძვლები აღმოაჩინეს, როზმარი და ფრედი დააკავეს. როზმარის სამუდამო პატიმრობა შეუფარდეს.









მასალის გამოყენების პირობები






