დედაქალაქის მერია დაინტერესებულ პირებს 3 ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად მიწის ნაკვეთებს ერთ ლარად გადასცემს
პოლიტიკა - 10:55, 27 Jun, 2018     854

დედაქალაქის მერია ვაგზლის მოედნის, ვარკეთილის მეტროსა და გეგეშიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, ბიზნესსექტორსა და დაინტერესებულ პირებს მიწის ნაკვეთებს ერთ ლარად გადასცემს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. ინტერესთა გამოხატვა 22 ივნისს დასრულდა.

„რამდენიმე კვირის წინ მიწისქვეშა პარკინგებთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. სამი ლოკაცია იყო შერჩეული - ვარკეთილის მეტროს, გეგეშიძის სკვერისა და ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები, სადაც ვფიქრობთ, რომ მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა არის შესაძლებელი. პროცესი 22 ივნისს დასრულდა და სამწუხაროდ, ინტერესთა გამოხატვაში არცერთ კომპანიას წარმოუდგენია განაცხადი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით ბიზნეს აქტივობა საკმაოდ დაბალია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ეს ის პროექტებია, რომლის ფარგლებშიც, დაინტერესებულ პირებს მუნიციპალიტეტისგან მიწის ნაკვეთები ერთ ლარად გადაეცემათ.

„ჩვენთვის ამ პროექტის განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია. გვახსოვს, წინასაარჩევნოდ, 2016 წელს, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით თუ როგორი აჟიოტაჟი იყო. მაშინ პროცესებს სათავეში კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ედგნენ და ნამდვილად სამარცხვინოა ის ყველაფერი, რაც მაშინ ხდებოდა. იყო მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, თუმცა ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ არავის შესაძლებლობა, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ და ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, იყო ბრალდებები, თითქოს მუნიციპალიტეტმა პუშკინის სკვერის მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით, არაგონივრული გადაწყვეტილება მიიღო.

„ფაქტი სახეზეა, ერთ ლარად გადავცემთ მიწის ნაკვეთებს ბიზნეს სექტორს და ასევე, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ამბობდნენ, მიწისქვეშა პარკინგის ადგილებს ჩვენ გავაკეთებთო. გადმოგცემთ ერთ ლარად და განახორციელეთ პროექტი, რომელიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება თავად პროექტის განხორციელებას, ბიზნესსექტორთან მეტი კომუნიკაცია აუცილებელია, რათა მათ პროექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

„მესმის, რომ ზოგადად, ევროპაში, განვითარებულ ქვეყნებში ეს ბიზნესი არარენტაბელურია და სუბსიდირება მუნიციპალიტეტის მხრიდან ყოველთვის ხდება ან მსგავს პროექტებს თვითონ მუნიციპალიტეტი ახორციელებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ყველა შემთხვევაში გავაკეთებთ, მაგრამ მინდა, რომ პროცესში ბიზნესიც ჩავრთოთ, თუ ამის სურვილი იქნება. ეს შეიძლება არ იყოს მომგებიანი ბიზნესი, მაგრამ ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა“, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ დაინტერესებული პირებისთვის მიწის ნაკვეთების ერთ ლარად გადაცემის შესახებ პირობა, კვლავ ძალაში რჩება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42