დეპუტატები ოპოზიციიდან დაინტერესდნენ, ჩატარდა თუ არა დანაშაულის მოწმეთა ტელეფონების შესწავლა და ინფორმაციის ამ ფორმით მიღება, რაზეც ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მას პასუხობდნენ, რომ "ამას შესაბამისი პროცედურები აქვს".
„ამ პირებმა მისცეს საშუალება საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს, რომ მათ თავისი თვალით ეხილათ მიმოწერა, რომელიც, სავარაუდოდ, ადასტურებდა მათ მიერ მიცემულ ჩვენებას. ეს საქმეში რატომ არ აღმოჩნდა?“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, გიგა ბოკერიამ, რომელმაც პროკურორს სთხოვა, რომ მისთვის აზრის დასრულების შესაძლებლობა მიეცა.
„აქ მე ვსვამ კითხვებს, რას ქვია, არ გაჩუმდებით,“ - მიმართა ბოკერიამ ფხაკაძეს.
პროკურორმა განაცხადა, რომ მოზარდები გამოძიებასთან იმდენად თანამშრომლობდნენ, რომ მათი განმარტებები მიმოწერასთან დაკავშირებით საკმარისად და სარწმუნოდ ჩაითვალა და მათ ეს მიმოწერა აღარ შეუსწავლიათ.
„მათ მისცეს ჩვენებები და მათ მიერ მიცემული ჩვენებები ურთიერთკავშირში იყო, ანუ განსხვავებული პოზიციები არ იყოპ ჩვენებებში ასახული,“ - განაცხადა ფხაკაძემ, რაზეც ბოკერიამ პროკურორ ზვიად ფხაკაძეს მიმართა, რომ მძიმე მდგომარეობაშია, რაზეც მან უთხრა, რომ ნუ ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






