პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა
პოლიტიკა - 17:08, 26 Jun, 2018     1007

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ოკუპაციის მუზეუმის გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია და სოფლის რწმუნებული ბადრი ხუნჯგურუა ესწრებოდნენ.

ოკუპაციის მუზეუმი ხურჩაში იმ შენობაში გაიხსნა, სადაც სოფლის ბიბლიოთეკაა, რომელიც ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განახლდა და აღიჭურვა.

მუზეუმი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, პროექტის "ოკუპაციის მუზეუმები გურიასა და სამეგრელოში" ფარგლებში შეიქმნა.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. მუზეუმებში განთავსდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.

,,ზუსტად, ერთი წლის წინ, ხურჩაში ვიზიტისას დაიბადა იდეა, რომ ხურჩაში გახსნილიყო ოკუპაციის მუზეუმი, ვინაიდან ეს ადგილი კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებული, სიმბოლური დანიშნულებისაა.

ხურჩაში, ერთერთი ყველაზე უფრო ტრაგიკული ინციდენტი- ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი, სწორედ ოკუპაციის მუზეუმიდან რამდენიმე მეტრში მოხდა და ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა აქ მცხოვრებმა და ამ სოფლის სტუმარმა, იცოდეს მეტი ოკუპაციის შესახებ, მუდმივად არსებობდეს ოკუპაციაზე დისკუსიის სივრცე.

ამიტომ ჩვენ პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით არაერთი ოკუპაციის მუზეუმი გავხსენით და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42