ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ ზაზა სარალიძისგან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო
„გუშინ, როდესაც კომისიას ვაძლევდი ახსნა-განმარტებას იმ პროცესში, ჩემს კუთვნილ მობილურ ტელეფონზე შემოვიდა მუქარის შემცველი ტექსტები, რაც უკავშირდებოდა აშკარად ჩემს საპროკურორო საქმიანობას და ასევე, კავშირში იყო იმ ახსნა-განმარტების შინაარსთან, რომელსაც მე კომისიას ვაძლევდი.
აღნიშნულთან დაკავშირებით მივმართე შესაბამისი მოხსენებითი ბარათით კომპეტენტურ პირს და მოხდება სათანადო რეაგირება. ცნობისთვის მინდა იცოდეთ ეს და ის, რომ ჩემს მიერ ახსნა-განმარტების მიცემის პროცესი ხორციელდებოდა გარკვეული პირების მხრიდან კონკრეტული მუქარის შემცველი ტექსტების ქვეშ... რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მნიშვნელოვნად არ იქნა აღქმული, ეს ჩემი შეფასებაა. ეს მუქარა ხდებოდა აშკარად ბატონი ზაზა სარალიძის მიერ"- თქვა პროკურორმა.
მასალის გამოყენების პირობები






