აშშ-ის Stevens School of Business-ის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხშირად ბიტკოინის ფასი ხელოვნურად იზრდება, რაშიც ხშირად დაინტერესებული პირები სოციალურ ქსელებს იყენებენ.
მეცნიერებმა შეაგროვეს და გააანალიზეს კრიპტოვალურის ყველაზე პოპულარული ფორუმის Bitcointalk-ისა და Twitter-ის 4 მილიონამდე პოსტი, რომელიც ამ თემატიკას უკავშირდებოდა.
მათ გაყვეს კომენტარები დადებითად და უარყოფითად, ხოლო მომხმარებლები ორ ჯგუფად - პიველ ჯგუფში შეიყვანეს ის მომხმარებლები, რომლებიც ხშირად იყენებდნენ სიტყვა "ბიტკოინს", ხოლო მეორე, რომელთაც მათ "მდუმარე უმრავლესობა" უწოდეს, - ისინი, რომლებიც ამ თემაზე იშვიათად პოსტავდნენ.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აქტიური მომხმარებლის პოსტები კრიპტოვალუტის კურსზე გავლენას არ ახდენდნე, მიუხედვად მათი სიმრავლისა, როდესაც "მდუმარე უმრავლესობის" დადებითი კომენტარების შემდეგ ბიტკოინის ფასი რამდენიმე ერთეულით იმატებდა.
მეცნიერთა აზრით, "მდუმარე უმრავლესობა" ის გავლენიანი პირები არიან, რომლებიც ბიტკოინის კურსს მართავენ, ხოლო კრიპტოინვესტორებმა ეს შესანიშნავად იციან.
მასალის გამოყენების პირობები






