პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია თეა წულუკიანის თანამდებობაზე დარჩენა-არდარჩენის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა:
„ამ პრობლემის ცოტა გაზვიადება ნამდვილად მოხდა. ყველას გვესმის და ყველა საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც ამ სექტორში არსებობს, მაგრამ მე ვთქვი და მინდა გავიმეორო, ყოველთვის ადამიანის სუბიექტური წვლილი ამ პრობლემების შექმნაში რამდენად დიდია, ყოველთვის უნდა იქნას დანახული და განსაზღვრული, ეს ისეთი სფეროა, სადაც მაინცდამაინც ერთ ადამიანზე გადავიტანოთ მთელი აქცენტი, რომ მის გამო არის ის მოცემულობა, რაც არის, ჩემი აზრით, სწორი არ იქნება.“
„ყველა სამშენებლო პროექტი იქნება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქვეშ, რაც იმას ნიშნავს, რომ სამინისტროები, რომლებიც არაპროფილურები არიან მშენებლობის კუთხით, მაგრამ გარკვეული მშენებლობის წარმოება უწევდათ, მათ ეს ფუნქცია აღარ ექნებათ და ერთი სამინისტროს ქვეშ იქნება ყველაფერი ეს მოყრილი... გუნდში ახალი სისხლი, შემართება ყოველთვის საჭიროა,“ - ამბობს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.
მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ზაზა პაპუაშვილმაც გააკეთა.
„მეც მაქვს ხომ კითხვები, თუნდაც რა პრინციპით ერთიანდება კულტურისა და განათლების სამინისტროები. ნებისმიერი ასეთი ცვლილებები მცირე მთავრობა იქნება თუ როგორც იქნება, თვითონ უნდა მოირგოს ქვეყანამ, როგორც შეესაბამება მის ინდივიდუალურ განვითარებას. თუ ეს შემოქმედებითი მდგომარეობა იქნება, შემოქმედება, მაშინ, ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება და არა ახლა იმის გამო, რომ ვინმეს ვეპრანჭოთ, არა კანონს დავწერთ,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა პაპუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






