ცნობილია თუ რატომ იცვამს სასექსის ჰერცოგინია, პრინცი ჰარის მეუღლე მეგან მარკლი დიდი ზომის ფეხსაცმელს.
მას შემდეგ რაც სამეფო ქორწილი შედგა გასული თვის 19 რიცხვში, მეგან მარკლი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა მსოფლიო მასშტაბით.
დაკვირვებულმა თვალებმა შეამჩნიეს, რომ სასექსის ჰერცოგინია ყოველთვის დიდი ზომის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ატარებს.
მოდის ექსპერტის ჰარიეტ დეივის დასკვნის მიხედვით, ცნობილი ადამიანები დიდი ზომის ფეხსაცმელს უპირატესობას ძირითადად იმ მიზეზით ანიჭებენ, რომ გაექსნენ კოჟრებსა და ბებერებს ფეხის ტერფებზე.
„არ არსებობს იმაზე უარესი რამ, ვიდრე არაკომფორტული ფეხსაცმელია. მეგანი და სხვა ვარსკვლავები, როდესაც უწევთ დიდი ხნით მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება, ცდილობენ არაკომფორტულ შეგრძნებებ ამ მეთოდით გაექცნენ. მოგეხსენებთ, კოჟრები და ბებერები ფეხის ტერფზე აუტანელ შეგრძნებებს იწვევს და ფეხს ვიზუალურადაც ამახინჯებს“, - აცხადებს ექსპერტი.





მასალის გამოყენების პირობები






