კრიპტოვალუტა პარტიების დასაფინანსებლად - აუდიტის სამსახური პოლიტიკაში ფულის შემოდინების კონტროლზე მსჯელობს
პოლიტიკა - 11:56, 26 Jun, 2018     1184

საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და სახელწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზებით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მესამე რეგიონული კონფერენცია გაიხსნა თემაზე - „ფული პოლიტიკაში“.

კონფერენციას 10 ქვეყნის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის განმახორციელებელი სტრუქტურის 100-ზე მეტი წარმომადგენელი და საერთაშორისო ექსპერტი ესწრება.

კონფერენციის მიზანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკური ფინანსების სფეროში არსებული აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება, გამოცდილების გაზიარება, არსებული მექანიზმებისა და მონიტორინგის შედეგების გაუმჯობესება.

კონფერენციაზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: პოლიტიკური დაფინანსების წყაროები, კრიპტოვალუტის გამოყენება პოლიტიკაში, სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დამკვირვებლის როლი და ეფექტური ფინანსური მონიტორინგის ორგანოები, ქალი კანდიდატების თანაბარი ხელმისაწვდომობა და გენდერული ბალანსი, პოლიტიკური ფინანსების თანამედროვე განვითარება და გამოწვევები, სოციალური მედიის როლი და სხვა.

კონფერენცია გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა გახსნა. „თანხების მოძრაობის მონიტორინგის სისტემის გამართულობა ხელს უწყობს პოლიტიკაში არსებული ფინანსების გამჭვირვალობას. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ორგანო მოწოდებულია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი პოლიტიკაში დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას და პოლიტიკური ფინანსების საჯაროობას და ამ მხრივ საერთაშორისო გამოცდილების ურთიერგაზიარებას დიდი როლი ენიჭება“, აღნიშნა ირაკლი მექვაბიშვილმა.

რეგიონული კონფერენცია თემაზე „ფული პოლიტიკაში“ თბილისში მესამედ იმართება. კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან: სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭო (CoE), დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტი (International IDEA), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და მულტიპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი (EECMD).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42