"მოვთხოვთ კომპანიას უახლოეს დღეებში მშენებლობა განაახლოს" - კახა კალაძე კომპანია „სვეტის“ დაზარალებულებს შეხვდა
პოლიტიკა - 09:37, 26 Jun, 2018     1228
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მენაშენეების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. როგორც დაზარალებულებმა შეხვედრაზე განაცხადეს, დეველოპერული კომპანია „სვეტი,“ რომელსაც არცერთ სამშენებლო ობიექტზე მშენებლობის ნებართვა არ გააჩნია, მშენებლობის შეჩერების მთავარ მიზეზად მერიისგან ნებართვების გაუცემლობას ასახელებს, რაც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისა და პრობლემის სხვაზე გადაბრალების მცდელობაა.

კახა კალაძე დაზარალებულ პირებს მერიის კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერასა და მშენებლობის გასაგრძელებლად ნებართვების დაჩქარებულ ვადაში გაცემას დაჰპირდა.

მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, მერია ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ მოსახლეობა არ დარჩეს დაზარალებული.

„კომპანია „სვეტს“ ჰქონდა ნებართვების გარეშე დაწყებული მშენებლობები. ჩვენ მზად ვართ, ამ კომპანიის გარკვეულ ობიექტებზე ნებართვების გასაცემად იმისთვის, რომ მათ განაახლონ მშენებლობა. მირცხულავას ქუჩის მონაკვეთებზე, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ბლოკებზე, უკვე მზად არის ყველაფერი ნებართვების გასაცემად. ეს იქნება პირობიანი ნებართვა, რომ კომპანიამ მოკლე და წინასწარ განსაზღვრულ ვადაში დაასრულოს სანებართვო პროცედურები სხვა ობიექტებზეც. ჩვენ მოვთხოვთ კომპანია „სვეტს“, რომ უახლოეს დღეებში განაახლოს მშენებლობა ძირითად ობიექტებზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ კომპანია არის სიცოცხლისუნარიანი,“ - განაცხადა ილია ელოშვილმა.

შეხვედრის მონაწილე ერთ-ერთი დაზარალებულის, ბიძინა მშვილდაძის თქმით, თბილისის მერმა მოისმინა დაზარალებულთა პრობლემების შესახებ და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.

„ჩვენ შეხვედრაზე ბატონი კახისგან მივიღეთ პრობლემის მოგვარების პროცესში სრული მხარდაჭერა. მან ადამიანურად აგვიხსნა მშენებლობასთან დაკავშირებული პროცედურები და მერიის შესაძლებლობები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ შევთანხმდით, რომ მერია ახლო მომავალში, ერთი კვირის ვადაში, კომპანიას მისცემს პირობიან ნებართვას მშენებლობის დასაწყებად. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, თუ რამდენად აქვს კომპანიას მშენებლობის გაგრძელებისა და მენაშენეების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების რესურსი,“ - განაცხადა ბიძინა მშვილდაძემ

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას არქიტექტურის სამსახურის უფროსი თეიმურაზ ბოლოთაშვილი დაესწრო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42