ცხოვრების ტემპი 21-ე საუკუნეში ძალიან დაჩქარებული, შესაბამისად დღის განმავლობაშ უამრავი რაღაცის კეთება გვიწევს, საკუთარი თავი კი ხშირად უკანა ფლანგზე გვაქვს გადადებული და მას მხოლოდ საღამოს გადაღლილი, შინ მისულები ვიხსენებთ, ისიც იმიტომ, რომ დაღლილობა და დაძაბულობა გვაწყხებს.
სახლის პირობებში რელაქსაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ყოველდღე 20-20 წუთით ფეხების სიმაღლეზე შემოწყობა გახლავთ.
ამისთვის რამდენიმე სწორი ნაბიჯი უნდა გადადგათ.
დაწექით სწორ ადგილზე (იატაკი საუკეთესო საშუალებაა) წელს ქვემოთ კი შემოიდეთ პატარა ბალიში, ან დახვეული პირსახოცი.
ასწიეთ ფეხები, მიწყეთ კედელს, რაც შეიძლება სწორად, ხელები დაალაგეთ იატაკზე და მოდუნდით.

ასეთ პოზაში 15-20 წუთი გაჩერდით. შედეგად:
გაქრება სიმძიმე და შეშუპება

გაქრება დაღლილობის შეგრძნება

გაუმჯებესდება საჭმლის გადამუშავების სისტემა

გაქრება ნერვული სისტემის დაძაბულობა

დაიძინებთ ღრმა ძილით

მასალის გამოყენების პირობები






