სამეწარმეო მარკეტზე გამოფენილია პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქცია. გარდა ამისა, ბათუმში მიმდინარე სამეწარმეო მარკეტზე წარმოდგენილია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპები და განთავსებულია სხვადასხვა სტენდები, მათ შორის ის სიმულატორები, რომლებზეც საზღვაო აკადემიის სტუდენტები სწავლობენ.
გიორგი ჩერქეზიშვილმა მცირე მეწარმეობის განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მინისტრის ინფორმაციით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში" მომავალშიც გაგრძელდება. „ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნულ პროგრამებს, ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ შეთავაზებები და ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალიან კარგი ხელშეწყობა იქნება ჩვენი მეწარმეებისთვის, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისთვის. პროგრამა „აწარმოე საქართველოში"-ის ფარგლებში ჯამურად დაფინანსებულია 400-მდე პროექტი, გარდა ამისა, მიკრომეწარმეობის კომპონენტის ფარგლებში ჯამურად 14 000-მდე ბენეფიციარი გვყავს, საიდანაც 6 000-მდე პროექტი დაფინანსებულია. ეს არის დაახლოებით 900 მლნ ლარამდე საინვესტიციო ღირებულების პროექტები" -აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






