გიორგი აბაშიშვილმა ლანჩხუთში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა
პოლიტიკა - 16:50, 25 Jun, 2018     874

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ლანჩხუთში ოკუპაციის მუზეუმს ეწვია, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, პროექტის "ოკუპაციის მუზეუმები გურიასა და სამეგრელოში" ფარგლებში, შეიქმნა.

პროექტს, რომელსაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ფონდი ახორციელებს, სამეგრელოსა და გურიის რეგიონში ოკუპაციის მუზეუმების გახსნას ითვალისწინებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. მუზეუმებში განთავსდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.

გიორგი აბაშიშვილმა ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ და საქართველოს რამდენიმე რეგიონში ოკუპაციის მუზეუმების გახსნას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ახალგაზრდებმა იცოდნენ მეტი ოკუპაციის შესახებ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავცდით ოკუპაციის ხაზს და მუზეუმი გაიხსნა ლანჩხუთში. ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების ხაზის გასწვრივ მცხოვრებმა ახალგაზრდებმა იცოდნენ მეტი ოკუპაციის შესახებ, არამედ ამის შესახებ იცოდეს მთელმა საქართველომ.

სამწუხარო სიმბოლოა, რომ ეს ყველაფერი ხდება რუსული აგრესიის ათი წლისთავზე. ფაქტია, რომ არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, არამედ საქართველოს ყველა რაიონში, ყველა სოფელში, თითოეულმა ადამიანმა საკუთარ თავზე განიცადა და განიცდის ამ ოკუპაციას. მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს შეწყდეს ამ თემაზე საუბარი, არასოდეს შეწყდეს ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ.

მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ლანჩხუთელებს აი ამ შესანიშნავი ინიციატივასთან შემოერთებისათვის", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

მუზეუმის გახსნას ესწრებოდა ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ადგილობრივი საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწალეები;

აღინიშნა, რომ მუზეუმის ტერიტორია გამოყენებული იქნება საგანმანათლებლო პროექტებისთვის, გაიმართება მოსწავლეეთა შეხვრდრები და საჯარო ლექციები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42