დედაქალაქის მერი ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნო
პოლიტიკა - 15:55, 25 Jun, 2018     1141

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს გაეცნო.

თბილისის მერიის დაფინანსებით, ბოტანიკურ ბაღში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, დაწყებულია ბოტანიკური ბაღის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკვერის რეკონსტრუქცია და ახალი ადაპტირებული საპირფარეშოს მოწყობა, რომელთა ღირებულება ჯამში 179 600 ლარია. პროექტები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.

კახა კალაძის განცხადებით, ბოტანიკურ ბაღში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში, რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. ბაღში ასევე, მოეწყობა ველობილიკები, რასაც ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს.

„ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს ვაწარმოებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორია, რომელიც ბაღის ცენტრში მდებარეობს, შემოსასვლელში გადმოვიტანოთ, რათა ბაღის ტერიტორიაზე ავტომანქანების შესვლა აიკრძალოს. გარდა ამისა, ბოტანიკური ბაღის მოვლა-პატრონობასა და მოწესრიგებაში ფონდი „ქართუ“ გვეხმარება. დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც მთლიანად წავკისის ხეობას გაჰყვება. ეს არის საფეხმავლო და ველობილიკები, რომელიც ბაღში ვიზიტორების რაოდენობას კიდევ უფრო მეტად გაზრდის. მინდა, მოვუწოდო ყველას, ჩვენს თანამოქალაქეებს, მოვიდეს და ნახოს ეს სილამაზე. ვფიქრობ, რომ ყველა კმაყოფილი დარჩება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადგილი ერთ-ერთი საუკეთესო იყოს“, - განაცხდა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად, ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოებს მერის მოადგილე მაია ბითაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე გაეცნენ.

ბოტანიკური ბაღის დირექტორის განცხადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნაწილი სექტემბრის ბოლომდე დასრულდება.

„ბოტანიკურ ბაღში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო, რომელიც ვიზიტორთა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გულისხმობს. ეს არის გზები, სკვერები და ბილიკები. სამუშაოები მუნიციპალური დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ოდენობა ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. სამუშაოების ნაწილი დასკვნით ეტაპზეა, ნაწილი კი, სექტემბრის ბოლომდე დასრულდება“, - განაცხადა თამაზ დარჩიძემ.

ორი კვირის ვადაში, ბოტანიკური ბაღის ცენტრალურ ტურისტულ მარშრუტზე დეკორატიული მოაჯირებისა და მდინარის ხეობის საყრდენი კედლის მოწყობა დასრულდება, რომლის ღირებულება 87 000 ლარს შეადგენს. ასევე, ორ კვირაში დასრულდება სოლოლაკის ხეივნისა და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დამაკავშირებელი კიბეების მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი, რომლისთვისაც 29 500 ლარია გამოყოფილი.

ზემოაღნიშნული პროექტების გარდა, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ერთ-ერთი ცენტრალური მარშრუტისა და აზერბაიჯანელ მოღვაწეთა პანთეონს შორის დამაკავშირებელი გზის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.

ორი კვირის ვადაში ბოტანიკური ბაღის ახალი ადმინისტაციული და ლაბორატორიული კორპუსის ესკიზისა და შესაბამისი პროექტის შესყიდვის მიზნით კონკურსი, ხოლო ერთი თვის ვადაში, საერთაშორისო ბოტანიკური ბაღის ლანდშაფტური განვითარების გენერალური გეგმის შექმნის მიზნით ტენდერი გამოცხადდება, რომელიც ბაღის ინფრასტრუქტურის, დეკორატიული უბნებისა და მცენარეთა კოლექციების განვითარების უზრუნველსაყოფად, გრძელვადიანი სამოქმედო, კონცეპტუალური გეგმა იქნება.

პროექტის მიზანია, ბაღში დასვენება და საერთო იერსახე კომფორტული და მიმზიდველი გახადოს და მის სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ხელი შეუწყოს. გარდა ამისა, დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალ გენერალურ გეგმაში გათვალისწინებული იქნება ბაღის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის თავისებურებები.

ბოტანიკური ბაღის განვითარების მიზნით, წლის ბოლომდე არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელთა შორის ბონსაის საგამოფენო სივრცის მოწყობაა. დედაქალაქის მერიის დაფინანსებით, ბოტანიკური ბაღის კოლექციაში ბონსაის 15-მდე ეგზემპლარი უკვე შეტანილია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42