"მოთმინება, იყავით ჩუმად, როცა კითხვას არ გისვამენ"- შელაპარაკება გიგა ბოკერიასა და ზვიად ფხაკაძეს შორის
პოლიტიკა - 13:30, 25 Jun, 2018     3871
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიგა ბოკერიასა და ზვიად ფხაკაძეს შორის შელაპარაკება მოხდა.

ბოკერიამ ფხაკაძეს მოუწოდა კამათსა და პოლიტიკურ დებატებში არ შევიდეს და მხოლოდ კომისიის წევრების კითხვებს გასცეს პასუხი.

ბოკერიამ თქვა, რომ უკმაყოფილების შემთხვევაში, ფხაკაძეს შეუძლია ბრიფინგი ჩაატაროს და საკუთარი მოსაზრება იქ დააფიქსიროს.

„მოთმინება, აქ თქვენ ხართ დაკითხვაზე. ვინც კითხვას გისვამთ ის უნდა დააკმაყოფილოთ ან არ დააკმაყოფილოთ. თუ თქვენ უკმარისობის გრძნობა გექნებათ, გაქვთ მერე ბრიფინგის ჩატარების საშუალებაც. აქ პოლიტიკურ დებატებში შესვლა და შეფასება როგორ იმუშავეთ,…ნუ მაწყვეტინებთ, მოთმინებამეთქი თუ შეიძლება. ვერ მისმენთ, ვერ იკავებთ თავს და პატივი ეცით კომისიას“- აღნიშნა დეპუტატმა.

თავის მხრივ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ბოკერიას უსაყვედურეს, რომ "ის მათ ეჩხუბებოდა".

რაზეც "ევროპული საქართველოს" ლიდერმა კოლეგებს მოუწოდა თავიანთი გამოსვლისას ისაუბრონ საკუთარი შეხედულებისამებრ.

„სამუშაო რეჟიმი გულისხმობს, რომ თქვენ გისვამენ კონკრეტულ კითხვას, თქვენ პასუხობთ - კი ან არა. მერე ვინც კითხვა დაგისვათ, იმის საქმეა თავისვე დროის ლიმიტში შემდეგ კითხვაზე გადავა თუ არა. საზოგადოება განგვსჯის, დამაჯერებელია თუ არა პასუხი, რომ კამერას სანამ ამოვიღებდით და ვნახავდით, რა ვიცოდით ზედ რა იყოო, ეს რამდენად დამაჯერებელია მერე ვნახავთ... აქ ნუ გვითრევთ პოლიტიკურ დებატებში. თქვენი შეფასებები და მორალის კითხვა რას მოიტანდა, არ გვაინტერესებს ჩვენ. გაეცით პასუხი კითხვებზე და მერე თუ დაგრჩებათ უკმარისობის გრძნობა, არავინ ზღუდავს თქვენი სიტყვის თავისუფლებას ამ კომისიის გარეთ ან სხვა კომისიის წევრებისთვის კითხვებზე პასუხების გაცემისას. გასაგებია თქვენთვის? იყავით ჩუმად, როცა არ გისვამენ კითხვას“, – მიმართა ბოკერიამ პროკურორ ზვიად ფხაკაძეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42