შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი ორი პირი დააკავა
სამართალი - 16:26, 19 Aug, 2013     877

მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თბილისის ინტერპოლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე 1975 წელს დაბადებული მუსტაფა აიაზი სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში შემოსვლისას დააკავეს.

 


აღნიშნული პიროვნება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით (სექსუალური ძალადობა, გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულისთვის გერმანიის ინტერპოლის მიერ 05.06.2007 წლიდან იძებნებოდა. ბონის რეგიონალური სასამართლოს 07.04.2006 წლის განაჩენით, სასჯელის აღსრულების მიზნით, მუსტაფა აიაზს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
მიმდინარე წლის 18 აგვისტოს ასევე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტში საქართველოში შემოსვლისას, სამართალდამცველებმა აზერბაიჯანის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით 27.05.2013 წლიდან საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებული, 1986 წელს დაბადებული ჯავიდ მაჰარამოვი დააკავეს.

 


ჯავიდ მაჰარამოვმა 19.09.2011 წელს ბაქოში, ერთ–ერთი კაფის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს მოქალაქე მუხრატ ხაჯიევს სხეულზე რამდენიმე დაზიანება მიაყენა.
29.12.2012 წელს ბაქოს საბუნჩუს რაიონულმა სასამართლომ ჯავიდ მაჰარამოვის დაპატიმრების ბრძანება გასცა აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 221.2.1 (ხულიგნობა) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 


აღნიშნული პირების დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ბაქოს ინტერპოლს.
ამჟამად ორივე ძებნილი გადაყვანილია აჭარისა და გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში. მათ მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42