ხორავას ქუჩაზე მდებარე ფარდული მოსახლეობამ ჩვენგან დამოუკიდებლად, საკუთარი გადაწყვეტილებით დაანგრია - თქვა შსს-ს გამომძიებელმა კახა სირაძემ.
კახა სირაძის თქმით, ფარდულში ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და ის გამოძიებისთვის განსაკუთრებულ საჭიროებას აღარ წარმოადგენდა.
მისივე თქმით, ხორავას ქუჩაზე ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება მოსახლეობამ გამოძიებისგან დამოუკიდებლად მიიღო.
"ეს იყო საყოველთაო სარგებლობის ფართი და მაწანწალა ძაღლების თავშესაფარი, რის გამოც მოსახლეობა წუხდებოდა და დანგრევას მოსწავლეების დაპირისპირებამდეც აპირებდნენ. ფარდულში რამდენიმე აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის მოწმეთა გაყვანა შემთხვევის ადგილზე, საგამოძიებო ექსპერიმენტი და გამოძიების მიერ ამოიწურა ეს შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, დემონტაჟის რაიმე ბრძანება ან განკარგულება არ გაცემულა, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდა"- თქვა გამომძიებელმა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ოთარ კახიძე დაინტერესდა თუ რატომ არ მოხდა ყველა უბნიდან სისხლის ნიმუშების აღება.
„შესაბამისი ლოკაციებიდან სისხლის ნიმუშები აღებული იყო, რაც მნიშვნელოვანი იყო. თუმცა ის გარემოება, რომ სისხლის ყველა უბანი არ შემოწმებულა, პრობლემატურად არ ჩაითვალა, ვინაიდან პროცესზე მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ ფარდულში მხოლოდ ერთი პირი იყო დაჭრილი დავით სარალიძე და მეორეს გ.მ-ს ქონდა დაზიანებები. სხვა პირთა დაზიანება რეალურად არ მომხდარა. ასევე იმ ლოკაციიდან აღებულია სისხლის ნიმუში რაც საკმარისად იქნა მიჩნეული“, -განაცხადა ზვიად ფხაკაძემ
მასალის გამოყენების პირობები






