„დამნაშავეები დაუსჯელები არიან. სისტემა მორყეულია, მაგრამ ჯერ კიდევ ფეხზე დგას. ამიტომ ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ გრძელდება. თუ რა ფორმით, ცხადია ამ ეტაპზე ამაზე ვერ ვისაუბრებ. ზაზა სარალიძეს ვნახავ ვისაუბრებთ დავსახავთ სტრატეგიას თუ როგორ გავაგრძელებთ ბრძოლას. ეს 14 დღე მე ვიყავი გახარია-ივანიშვილის პირადი პატიმარი რა თქმა უნდა ჩემი მხრიდან არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ჩემი დაკავების ერთადერთი მიზანი იყო მუხტის დახშობა, რომელიც რუსთაველზე იყო. მადლობა მინდა ვუთხრა იმ ათიათასობით ადამიანს, ვინც იმ დღეების განმავლობაში იდგა ჩვენთან ერთად, რუსთაველის გამზირზე ებრძოდა სისტემას და ებრძოდა სამართლიანობას. ამ ბრძოლამ, შეუპოვრობამ, უკან რომ არ დავიხიეთ, რომ ვერ მოგვისყიდეს და ვერ დაგვაშინეს, ამან თავისი შედეგი გამოიღო და ხელისუფლება შეიცვალა. თუმცა, ეს ყველაფერი არის ფორმალობა.“- განაცხადა ზვიად კუპრავამ.
მასალის გამოყენების პირობები






