„ხალხს ყოველ დღეს შეუძლია გადააყენოს მთავრობა... აქციები უნდა გაგრძელდეს“- ასე ფიქრობს რეჟისორი გიორგი შენგელაია, რომელიც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის აქტიური მხარდამჭერი იყო, თუმცა დღეს ის მმართველი გუნდის ლიდერს აკრიტიკებს.
რეჟისორი ,,პოსტრსკიპრუმთამ“ ამბობს, რომ თუ აქციები გაგრძელდება, ის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გამოვა გარეთ.
გიორგი შენგელაია გასულ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს და იხსენებს, თუ როგორ ხდებოდა საარჩევნო სიის ფორმირება. მისი თქმით, პროცესს ,,ტროიკა“ მართავდა, რომელშიც შედიოდნენ ირაკლი კობახიძე, გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე.
გიორგი შენგელაიას თქმით, მან შესთავაზა მაჟორიტარ დეპუტატად ელგუჯა გიორგაძე, რომელზეც კალაძემ შემოუთვალა, რომ ის ბურჯანაძის კადრია.
გიორგი შენგელაია ამბობს, რომ სინამდვილეში პარლამენტში ადგილები გაიყიდა საკმაოდ მაღალ ფასად.
„ფული რომ არის გადახდილი პარლამენტის წევრის მანდატში ეგ უკვე ნიშნავს, რომ უნდა გაუქმდეს. მან შექმნა ასეთი "ტროიკა“ -კალაძე, კვირიკაშვილის და კობახიძე. ეგენი წყვიტავდნენ. მათ მივწერე ჩემი წინადადებები, გიორგაძე გურჯაანში. გამოცხადებული იყვნენ, რომ გამოიძახებდნენ, მაგრამ არ დაინტერესდნენ,“-განაცხადა გიორგი შენგელაიამ
„მე ხაზს ვუსვამ, რომ მე აღარ ვარ ოცნების გულშემატკივარი“-განაცხადა გიორგი შენგელაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






