უმრავლესობის წევრები ამ თემაზე არ საუბრობენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თქმით, მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დაასახელებს.
"ჩვენ გარკვევით ვთქვით, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატს დაასახელებს ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში. უმრავლესობის რიგებში ამ საკითხზე კონსულტაციები არ დაწყებულა და ხმები იმის თაობაზე, რომ უკვე შერჩეულია კანდიდატურა, არასერიოზული და უსაფუძვლოა. ლადო ჭანტურიაზეც პირველად მესმის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ამბობს, რომ "ქართული ოცნების" გარკვეულ წრეებში არის ეს მოსაზრება, რასაც სამეცნიერო წრეებიც იზიარებენ და მიაჩნიათ, რომ თუ მმართველი გუნდის მიერ მართლაც იქნება წამოყენებული ლადო ჭანტურიას კანდიდატურა, მას გამარჯვების დიდი შანსები აქვს.
"რამდენადაც მე ვიცი, "ოცნების" გარკვეულ წრეებში არის მოსაზრება, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდეს ლადო ჭანტურია, რასაც სამეცნიერო წრეებშიც ეთანხმებიან“ -აცხადებს კვესელავა.
წყარო: რეზონანსი
მასალის გამოყენების პირობები






