
აღნიშნულ ფაქტს ასევე ეხმაურება ,,ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე.
„ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო, შემდეგ გამოძიების პროცესში ხელს აფარებდა დამნაშავეებს, ანადგურებდა მტკიცებულებებს და ფსიქოლოგიურად ძალადობდა შვილმოკლულ მამებზე. ეს არ აკმარეს. ახლა კი დასცინიან და ათას ცილისმწამებლურ სისულელეს ავრცელებენ, სკამის შენარჩუნების სურვილიდან გამომდინარე. ამ განცხადებას იმ ხალხისთვის ვაქვეყნებ, ვისაც ე.წ პროტესტი ჰქონდათ შვილმოკლული მამების აქციაზე პოლიტიკოსების გამოჩენის გამო. ქართული ოცნების და მისი მხარდამჭერების რეალური განწყობა და დამოკიდებულება ნათლად ჩანს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ მხარდამჭერთა ჯგუფში,ზაზა სარალიძის ინტერვიუს ქვემოთ მათი კომენტარებიდან. ვდებ ამ კომენტარების რამდენიმე ფოტოს და ასევე ლინკს სადაც შეგიძლიათ პირადად ნახოთ ეს ყველაფერი“- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.





მასალის გამოყენების პირობები






