„ოცნების“ ახალი პრემიერი და სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატები საერთაშორისო სკანდალში ეხვევიან
პოლიტიკა - 15:20, 24 Jun, 2018     9135
ცნობილი ხდება გასაიდუმლოებული შეხვედრის შესახებ, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აზიის განვითარების ბანკსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შედგა.

,,თაიმერის” ინფორმაციით, , „საიდუმლო სერობას“ ბანკის წარმომადგენლები და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე და მოადგილე გიგა კაცია ესწრებოდნენ. წყაროს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ბანკის წარმომადგენლებს ისეთი მოთხოვნა წაუყენეს, სტუმრები „გაღიმებულები“ დატოვეს.

ცნობისათვიც, აზიის განვითარების ბანკი არის მსხვილი პროექტების განმხორციელებელი დონორი ორგანიზაცია, რომელთა პროექტების ღირებულება სულ ცოტა 100 მილიონიდან იწყება. ბანკი პროექტის დამტკიცების შემდეგ თანხას ეტაპობრვად რიცხავს და ყოველთვის, ყველა დროში, პირველი ტრანშე პროექტის ღირებულების 10%-ია. ანუ, სახელმწიფო, რომელიც ბანკიდან ვალს ღებულობს, მხოლოდ მოხმარებული თანხის პროცენტს იხდის, მეორე ტრანშე ირიცხება სამუშაოს პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ამიტომ ეტაპობრივად თანხის გადარიცხვა ზედმეტი ხარჯისაგან ათავისუფლებს ქვეყანას.

რამ გააოცა აზიის განვითარების ბანკი?

საქმე ისაა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ბანკს მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა წინმსწრებად მოსთხოვეს არა 10%-ის, არამედ 30%-ის გადარიცხვა, რითაც ძალიან გაოცებული დატოვეს ბანკის მესვეურები. შეხვედრაზე დაისვა კითხვა, აუთვისებელ ფულში რატომ უნდა გადაიხადოს საქართველომ პროცენტი, მითუმეტეს, რომ ჯერ სამუშაოები არ არის დაწყებული და 10%-ის გადარიცხვაც კი ნაჩქარევია. საბოლოოდ გაირკვა, რომ თურმე მაია ცქიტიშვილს „კეთილი მიზნები“ ამოძრავებს და ახალ პრემიერს „დუ შაშს“ უგორებს – ბანკიდან ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებისათვის გამოყოფილი თანხის 30%-ი ბიუჯეტის შესავსებად სჭირდება! დიახ, არც მეტი და არც ნაკლები – სესხი ბიუჯეტის შესავსებად!

აზიის განვითარების ბანკს ჯერ მომხდარი ფაქტი მილიარდნახევარი დოლარის გაქრობა ვერ „მოუნელებია“, რომლის შესახებ მმართველი ძალა მხოლოდ პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ ალაპარაკდა (თუმცა არავის უთქვამს გამოძიებას იწყებენ თუ არა) და უცებ, ამ ფონზე, რამნდენიმე მილიარდიანი პროექტიდან 30%-ის ერთბაშად გადარიცხვას სთხოვენ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში გასაიდუმლოებულ შეხვედრას წინ უსწრებდა მამუკა ბახტაძის და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის შეხვედრა, რომელიც ბახტაძის პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დასახელებიდან მეორე დღესვე შედგა. მამუკა ბახტაძემ განაცხადა: „აზიის განვითარების ბანკი არის საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი, რომლის ლოკალური პორტფელი 2.4 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება და მიმართულია საქართველოს განვითარებისკენ. საქართველოს მთავრობა აფასებს ამ მხარდაჭერას და გამოვხატავთ მზადყოფნას არსებული ურთიერთობის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად.“

სხვათაშორის, 16 ივნისს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ტაკეჰიკო ნაკაოს პირველად ესტუმრა საქართველოს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არავინ დაეჭვებულა ბანკის პრეზიდენტის საქართველოში უეცარი ჩამოსვლით. თქმა იმისა, რომ ეს შეხვედრა დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ კვირიკაშვილის დროს, ადვილია. მთავარი პრეზიდენტის ჩამოსვლის მიზეზია, რაც კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ გაჟღერდა კიდეც, რასაც არავინ მიაქცია ყურადღება და არავინ დასვა კითხვა – ასეთ ფონზე ბანკისთვის რამდენად კეთილსინდისიერი პარტნიორია საქართველო?!

აზიის განვითარების ბანკთან ვითარება ჯერ კიდევ ინფრასტრუქტურის მინისტრ ალავიძის დროს დაიძაბა. მართალია, ზურაბ ალავიძე „თავისი განცხადებით გადადგა“, მაგრამ იმ პერიოდში მედია აქტიურად წერდა სამინისტროში არსებული ქაოსისა და განუკითხაობის, კორუფციისა და ნეპოტიზმის შესახებ, რაც მოგვიანებით დადასტურდა კიდეც და სუს-ში დღემდე თაროზე ობდება ალავიძის მინისტრობის დროინდელი გზების დეპარტამენტის უფროსის სეთურიძის განცხადება და განცხადების საფუძველზე ჩამორთმეუული ჩვენება, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, დეტალურადაა აღწერილი ალავიძის და მისი გუნდის „საქმენი საგმირონია“. აქვე შეგახსენებთ, რომ სეთურიძე ალავიძის „გადადგომამდე“ რამდენიმე დღით ადრე „გადადგა“.

წყარო: timer.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42