როდესაც წერს სოციალურ ქსელში და ტექსტი სავსეა ლანძღვით, გინებით, სიძულვილით, შეიძლება ასეთი ადამიანის გულში მადლი იყოს?! - მეუფე შიო
რელიგია - 14:01, 24 Jun, 2018     3627
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ნამდვილი ქრისტიანობა ადამიანის შინაგანი თვისებაა და რიტუალების ხელოვნური შესრულება უფლის მადლის მომტანი არ იქნება.

„რაც არ უნდა რიტუალები აღასრულო, თუ შინაგანად არ გაქვს ნამდვილი ქრისტიანობა, უფალი შენს თხოვნას არასდროს შეასრულებს, ან მოგცემს მხოლოდ მინიმალურს თავისი სიყვარულის გამო, მაგრამ დიდ მადლს და წყალობას - არა. ამაზე დავფიქრდეთ, რამე ხომ არ არის ჩვენს ცხოვრებაში ისეთი დღეს, რაც უნდა შევცვალოთ, როცა ვევედრებით უფალს - ეს იქნება პირადი საკითხები თუ საქვეყნო.

როდესაც გვაქვს სიძულვილი, უხეშობა, უსიყვარულობა ჩვენს გულში, უფალი ჩვენს თხოვნას არ შეასრულებს. შეიძლება არ იყოს სიძულვილი, მაგრამ იყოს გულგრილობა. ხშირია და რა სამწუხაროა, როდესაც მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ჩვენ ვეხებით ასეთ დიდ უსიყვარულობას, მოუფრთხილებლობას, სისასტიკეს, დაუსაბუთებელ ბრალდებებს, დიდი უხეშობას, უცენზურობას, გინებას.

შეიძლება იფიქროს ადამიანმა, რომ აფექტში საუბრისას შეიძლება კიდევ წამოცდეს რაღაც ადამიანს, მაგრამ როდესაც წერს სოციალურ ქსელში და ტექსტი სავსეა ლანძღვით, გინებით, სიძულვილით, შეიძლება რომ ასეთი ადამიანის გულში მადლი იყოს?! - რა თქმა უნდა, არა. მან შეიძლება მიაღწიოს მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებას, როგორც თვითონ ჰგონია, მაგრამ სინამდვილეში, ეს მონობაა. თავისუფლება არის, როდესაც ჩვენ დავძლევთ ჩვენს სიძულვილს, უხეშობას, უკულტურობას და ვიმარჯვებთ ამ თვისებებზე და ვღებულობთ ღვთის მადლს", - განაცხადა მეუფე შიომ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42