"ასეთ პირობებში ოლიგარქის ხუშტურიკებზე არ ვიქნებით დამოკიდებულნი"- მიხეილ სააკაშვილის ახალი ინიციატივა
პოლიტიკა - 16:18, 23 Jun, 2018     5226
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვიდეო-მიმართვას ავრცელებს. სააკაშვილი მისი ხელისუფლების დროს გატარებულ რეფორმებს იხსენებს და ამავდროულად, ახალი სისტემის შესახებ საუბრობს.

"ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, სადაც ადამიანმა თუ დაუშვა შეცდომა, ან თუ ის მოატყუა პარლამენტარმა ან ოლიგარქმა, ან სააკაშვილმა, ნებისმიერმა... მას უნდა ჰქონდეს საშუალება ეს შეცდომა იმავე წუთს გამოასწოროს. სოციალური ქსელები ამის საშუალებას იძლევა.
გთავაზობთ შემოვიღოთ ისეთი სისტემა და კონსტიტუციაში ცვლილებაბი რომლის თანახმადაც, 18 წელს მიღწეულ, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, შეეძლება ნებისიმერი კანონპროექტი გამოიხმოს პარლამენტიდან და თვითონ მიიღოს კანონპროექტზე გადაწყვეტილება. არა ბესელიამ, არა კობახიძემ, არა რომან გოცირიძემ, არა მელიამ, არა ბოკერიამ არამედ მოქალაქემ, რომელსაც ეს კანონი ეხება.

მეორე - ნებისმიერ არსებულ კანონში შეიტანოს ცვლილება, თუ საკმარისი რაოდენობის ხმებს შეაგროვებს და მესამე, ნებისმიერი თანამდებობის პირი მოხსნას და ნებისმიერი ორგანო დაითხოვოს, რიგგარეშედ, თუ შეგროვდება საკმარისი რაოდენობით ხმები... ამ პირობებში ჩვენ არ ვიქნებით დამოკიდებულნი ჩინოვნიკებზე ან მათ უკან მდგომი ოლიგარქების ხუშტურიკებზე, ვეღარავის დავაბრალებთ ჩვენ უბედურებას. აღარც ქუჩაში დაგვჭირდება ქუჩაში გამოსვლა რამის მოთხოვნა შეტაკებები და სხვა"- ამბობს სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზდენტი იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვისაც ინტერნეტში ჩართული ტელეფონი და კომპიუტერი არ აქვს ამბობს:

"ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ თუ ფეისბუქზე არ ვარ, თუ არ ვიცი სმართფონით და კომპიუტერით სარგებლობა, როგორ უნდა მივიღო ეს გადაწყვეტილება? ძალიან მარტივია. ID ბარათი ხომ ყველას გვაქვს? ვთქვათ იქ არის მოხუცი პენსიონერი, რომელმაც არ იცის არაფრით სარგებლობა და არც აქვს. ჩვეულებრივად მიდის ტერმინალში, სადაც იღებს პენსიას, ან ფოსტაში სადაც თანამშრომელი დაეხმარება, ან იუსტიციის სახლში თავის ID ბარათს იღებს და იძახის: შვილო, მე მინდა რომ ჩემი პენსია გაიზარდოს ამდენ და ამდენ ლარამდე...

ეს არის პირდაპირი სახალხო დემოკრატია, ხალხის მიერ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თვითონ მიღება. თქვენ თვითონ გადაწყვეტთ ვინ უნდა იყოს გენერალური პროკურორი, ვინ უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, უნდა იყოს თუ არა ესა თუ ის მინისტრი, ვის რა ხელფასი უნდა ჰქონდეს, ქალაქში რომ არ უნდა შენდებოდეს ბაღებში მრავალსართულიანი შენობები, თქვენი გადასაწყვეტია ეს ჩემო მეგობრებო… ყველა ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ პირდაპირი სახალხო კენჭისყრის გზით, რომელსაც ჩვენ შემოვიღებთ როგორცვე მოვალთ ხელისუფლებაში. ოღონდ, ხელისუფლება გადმოვა არა ამათგან ჩვენზე, ჩვენ გვინდა და მე მინდა რომ ეს ხელისუფლება გამოვართვათ ივანიშვილს და მოგცეთ თქვენ. და, როგორ? იმ მექანიზმების შექმნით, როგორც მოგიყევით. საქართველო იქნება ამ ყველაფრის ნოვატორი, პირდაპირი სახალხო დემოკრატია ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით", - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

ვიდეო იხ. ბმულზე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42