"თუ მთავრობის ახალ შემადგენლობაში ვიქნები, მექნება კონკრეტული ხედვები..."- თეა წულუკიანი
პოლიტიკა - 15:30, 23 Jun, 2018     2245

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამ დრომდე უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას, დარჩებათუ არა ის მინისტრთა კაბინეტში.

"თუ მთავრობის ახალ შემადგენლობაში ვიქნები, რა თქმა უნდა, კონკრეტული ხედვები მექნება, როგორ უნდა გატარდეს პრაქტიკაში მცირე მთავრობის იდეა"- ამბობს ინისტრი.

„მცირე მთავრობის იდეა გულისხმობს ძალიან ბევრ რამეს. ხანდახან, ეს კონცეფცია მცდარად არის დაყვანილი იქამდე, რომ თუ დღეს რომელიმე სამინისტროში 5000 ადამიანი მუშაობს, მომავალში უნდა იმუშაოს 4500-მა - ეს არ არის მცირე მთავრობის მთავარი იდეა.

მცირე მთავრობა გულისხმობს, რომ ნაკლები ფინანსური, ადამიანური და საათობრივი რესურსით გააკეთოს უფრო მეტი საქმე, ამას სხვაგვარად ჰქვია ეფექტიანობა. შესაბამისად, მთავარი მიზანია, ჩვენ უფრო სწრაფად უფრო მეტი საქმე ვაკეთოთ. ეს არის, ძალიან მოკლედ რომ ავხსნათ, რა არის მცირე მთავრობა, სწორედ ამას ეფუძნება პრემიერის იდეები და კონცეფცია.

იმედი მაქვს, რომ ახალი შემადგენლობა, რომელიც ნდობას მიიღებს პარლამენტისგან, ის სამინისტროები, რომლებიც გაერთიანდებიან, შეძლებენ ეს იდეები პრაქტიკაში განახორციელონ, რათა ნაკლები რესურსით, მაგალითად, ნაკლებ საათში, ვაკეთოთ მეტი საქმე, ნაკლები ფულით ვაკეთოთ მეტი საქმე და ვაკეთოთ, რაც მთავარია, მეტი საქმე.

ჩემი უწყება ე.წ ჩემი უწყება არის რამდენიმე კვირით, შესაბამისად, როდესაც ახალი შემადგენლობა მიიღებს პარლამენტის ნდობას, თუ ვიქნები ამ შემადგენლობაში, რა თქმა უნდა, მექნება კონკრეტული იდეები, იუსტიციის სამინისტროში, როგორ უნდა გატარდეს პრაქტიკაში მცირე მთავრობის იდეა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42