რუსეთისა და საზღვარგარეთის მედიაექსპერტები აცხადებენ, რომ უტკინის გათავისუფდლებაში კრემლისა და "გაზპრომ-მედიას" ხელი ურევია.
რამდენიმე ხნის შემდეგ უტკინმა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც მაყურებელს სთხოვა, რომ მის გათავისუფლებაში კონსპირაციული თეორიები არ ეძებონ, მაგრამ გათავისუფლების მიზეზებზე არაფერი უთქვამს.უტკინის გათავისუფლების მიზეზებზე ბევრს საუბრობენ. სახელდება მისი კრიტიკული გამონათქვამები რუსეთის ნაკრებზე და მის მწვრთნელ ჩერჩესოვზე - უტკინი ხმამაღლა აცხადებდა, რომ იგი უნდა გათავისუფლდეს. ასევე მისი კრიტიკული დამოკიდებულება პეტერბურგის "ზენიტთან", რომლის მფლობელიც "გაზპრომია" და ხოლო მისი ხელმძღვანელი მილერი - გუნდის თავგადადებული გულშემატკივარი.
ასახელებენ ასევე ტელეეთერში ნავალნის ხსენების ფაქტზე უტკინის მიერ სოცქსელში გაკეთბულ კომენტარს. როორც ცნობილია, 17 ივნისს გერმანია-მექსიკის მატჩის დროს, კომენტატორმა კირილ დემენტიევმა სიტყვათა თამაში გამოიყენა და მიმწოლი ფეხბურთი «навальный футбол» ახსენა, რაზეც თანაწამყვანმა ლეონიდ სლუცკიმ მიუგო „ნავალნი თამაშობს ფეხბურთს? საინტერესო სანახავი იქნებოდა.“ ამ ფრაზის გამო 1 არხმა სლუცკი კომენტატორობიდან მოხსნა.
ამ ფაქტს უტკინი თვითერში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიტყვა "ნავალნის" 1 არხის პირდაპირ ეთერში ხსენებას იგივე ეფექტი აქვს, როგორც საბავშვო ბაღში მამაკაცის ასოს ხსენებას.
ჯერჯერეობით არც კომენატორი და არც 1 არხის პრესცენტრი უტკინის გთავისუფლების მიზეზებს არ ასახელებს.
მასალის გამოყენების პირობები






