"დრაკონული ინიციატივა"- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, რომლებიც პარლამენტის ან პრეზიდენტის მიერ არიან დანიშნული, თანამდებობიდან შესაძლოა საბჭომ გაათავისუფლოს
პოლიტიკა - 13:31, 23 Jun, 2018     1204
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, რომლებიც საბჭოში პარლამენტის ან პრეზიდენტის მიერ არიან დანიშნული, თანამდებობიდან შესაძლოა თავად საბჭომ გაათავისუფლოს - აღნიშნული ინიციატივა საბჭოს წევრების ნაწილმა წარადგინა.
ინიციატივის თანახმად, საბჭოს ყველა წევრზე უნდა დაწესდეს ერთიანი დეონტოლოგიური ვალდებულებები, რომელთა დარღვევა მიიჩნევა დისციპლინურ გადაცდომად და საბჭოს წევრს შეეფარდება დისციპლინური სახდელი, მათ შორის დარღვევის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, თანამდებობიდან გათავისუფლებაც. საბჭოს წევრებს, ასევე, უნდა შეეზღუდოთ აშკარა უხამსობისა და ცილისწამების ტირაჟირების შესაძლებლობა.

დეონტოლოგიური ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე საბჭოს წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი იმავე წესით უნდა გადაწყდეს, რაც განსაზღვრულია მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის. სადისციპლინო პალატის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე კი, პირდაპირ უნდა იწვევდეს სამართლებრივ შედეგს, მათ შორის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლებას, რასაც საბჭოს წევრის თანამდებობაზე გამამწესებელი სუბიექტი (საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენცია, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი) მიიღებს ცნობად, უშუალოდ მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების გარეშე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ საბჭოს ყველა წევრზე დისციპლინური პასუხისმგებლობის გავრცელება, საბჭოს იმ არამოსამართლე წევრების წინააღმდეგაა მიმართული.
ჯანეზაშვილის თქმით, დისციპლინური საქმის წარმოების დაწყების საფუძველი შესაძლოა ნებისმიერი კრიტიკული განცხადება გახდეს, რომელიც საბჭოს სხვა წევრებს არ მოეწონებათ და ცილისწამებად ჩათვლიან.

"დღეს ვნახეთ, რომ წარმოადგინეს პროექტი, წინადადება, რომელიც საბჭოს სხდომაზე არ განხილულა, რომლის მიხედვითაც ისინი ითხოვენ, რომ საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს, ანუ აქ პირდაპირ იგულისხმება არამოსამართლე წევრები, დაეკისროთ დისციპლინური პასუხისმგებლობა და მათ შორის გახდეს გათავისუფლების საფუძველიც, თუკი მძიმე დარღვევებს ექნება ადგილი. აქ საუბარია იმაზე, რომ თუკი მე არჩეული ვარ პარლამენტის ან სხვა წევრი არჩეულია პრეზიდენტის მიერ, ის გათივისუფლდეს სადისციპლინო კოლეგიის ან პალატის მიერ და არა იმავე დამნიშნავი ორგანოს მიერ. ეს რა თქმა უნდამ დრაკონული კანონია, ვინაიდან მათ ექმნებათ დისკომფორტი და პრობლემები, როცა საჯაროდ გამოგვაქვს ყველა ის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რაც საბჭოში ხდება. ამის საპასუხოდ მათ შემოიტანეს ასეთი წინადადება. წარმოდგენილი წინადადებით ცილისწამება ან ისეთი ინფორმაციის ტირაჟირება, რომელიც მათთვის მიღებელია, შეიძლება გახდეს სადისციპლინო პროცედურების დაწყების საფუძველი", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42