„საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის ვაჭრობის ხელშემწყობ საბჭოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:15, 23 Jun, 2018     1952

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჩინეთის ვაჭრობის ხელშემწყობი საბჭოს პრეზიდენტის ვან სუტუნის ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტით მყოფი გუანტუნის პროვინციის დედაქალაქ გუანჭოუს ოფიციალური დელეგაცია მიიღო.

ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის ვაჭრობის ხელშემწობ საბჭოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ლოგისტიკის, საჰაერო და საზღვაო გადაზიდვების, ექსპორტ-იმპორტის, სამკურნალო ტურიზმისა და საგანმანათლებლო სექტორებში ურთიერთანამშრომლობის განვითარების საკითხებს მოიცავს.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ნატურალური პროდუქციის, მათ შორის ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ჩინეთის ბაზარზე იმპორტისა და რეალიზაციის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. ჩინურმა მხარემ გუანჭოუში ქართული პროდიქციის პოპულარიზაციის მიზნით მასშტაბური გამოფენის მოწყობის შესახებ ინიციატივა გამოთქვა და ჩინურ ენაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად ქართველი სტუდენტები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სასწავლებლად მიიწვია.

გუანჭოუს დელეგაციის წევრებმა საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობისა და საუკუნის პროექტ „ერთი გზა-ერთი სარტყელის“ ფარგლებში „საპარტნიორო ფონდთან“ აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს და სამომავლო ამოცანები დასახეს.

ჩინურმა მხარემ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე 26 ოქტომბერს გუანჭოუში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მიიწვია. ფორუმში 100-ზე მეტი ქვეყანის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. გუანჭოუ 2014 წლიდან თბილისთან დამეგობრებული ქალაქია. ის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთერთ ყველაზე განვითარებულ სავაჭრო-ინდუსტრიულ ქალაქად ითვლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42