პარტნიორებთან შეხვედრები საინტერესო შესაძლებლობებს იძლევა ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგის წინ წაწევისათვის - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 10:50, 23 Jun, 2018     1046
საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე 5 ქვეყნის პირველ პირთან ერთად აღნიშნეს.

საზეიმო ღონისძიებებზე ტარტუში იმყოფებიან ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი, ლატვიის პრეზიდენტი- რაიმონდს ვეიონისი, პოლონეთის პრეზიდენტი - ანჯეი დუდა, ფინეთის პრეზიდენტი - საული ნიინისტო, ისლანდიის პრეზიდენტი - გუნდი იოჰანესონი. ტარტუს უნივერსიტეტის მუზეუმში კერსტი კალიულაიდის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართა.

მიღების შემდეგ პრეზიდენტები დაესწრნენ „გაუდეამუსს", ტრადიციულ ფოლკლორულ სტუდენტურ ფესტივალს, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული. საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეებს და ფესტივალის სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ესტონურ ენაზე მიულოცა ესტონელ ხალს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე.

გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთში სამუშაო ვიზიტიც შეაჯამა, რომლის ფარგლებში მას მოლაპარაკებები ესტონეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა. განსახილველ საკითხებს შორის მთავარი ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და ნატოს დაგეგმილი სამიტი იყო. ბრიუსელის სამიტი იყო მთავარი თემა ტარტუში შეკრებილი სახელმწიფოების მეთაურებთან კომუნიკაციისასაც.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ჩვენს ესტონელ მეგობრებთან ერთად, რომლებიც არიან ჩვენი დიდი გულშემატკივრები და ქართული საკითხის ძალიან აქტიურად წამომწევი საერთაშორისო არენაზე, მათთან ერთად გვეზეიმა დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავი.

ეს ის თარიღია, რომელიც ჩვენ ვიზეიმეთ 26 მაისს ასევე ჩვენს მეგობრებთან ერთად. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეხვედრები ერთი მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ერებს შორის ურთიერთობებს აღრმავებს, მაგრამ აგრეთვე გვაძლევს შესაძლებლობებს, რომ ჩვენ კოლეგა პრეზიდენტებთან ვისაუბროთ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს, შემდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე, იქნება ეს ევროკავშირის თუ ნატოს მიმართულებით.

ასე რომ, როგორც ემოციურად სასიამოვნო შეხვედრებია, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვზეიმობთ, ასევე ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს იძლევა ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგის წინ წაწევის თვალსაზრისით," – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42