11 სამინისტრო და დარგის მენეჯერები - პრემიერი დღეს უმრავლესობას შეხვდება
პოლიტიკა - 09:50, 23 Jun, 2018     1658
ქართული ოცნების ოფისში გვიან ღამამდე მსჯელობდნენ მინისტრთა ახალი კაბინეტისა და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ. როგორც ჟურნალისტებთან სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა სავარაუდოდ 11 სამინისტროზე მოხდება შეჯერება, ხოლო სტრურტურული ცვლილებები საბოლოოდ დღეს დასრულდება. მისი თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრი უმრავლესობას შეხვდება, ხოლო სამინისტროების რესტრუქტურიზაციის დასრულების შემდეგ, დაიწყება საუბარი პერსონებზე.

რაც შეეხება მთავრობაში ახალ თანამდებობას, სახელმწიფო მდივანს, მდინარაძე ამბობს , სახელმწიფო მდივანი არაფერ შუაშია. თითოეულ დარგს უხელმძღვანელებს კონკრეტული ადამიანი.

,,ძალიან ბევრი იდეა გახმოვანდა ამ შეხვედრებისას და არც ერთი ფუნქციური დამატება არ განიხილება. საუბარია დარგის მენეჯერებზე, ხელმძღვანელებზე, რომლის მოვალეობასაც ახლა ასრულებენ მოადგილეები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქართული ოცნების დეპუტატი რომან კაკულია ამბობს, რომ სახელმწიფო მდივანთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციები გაზვიადებული და არასწორია.

„სახელმწიფო მდივანთან დაკავშირებით გაზვიადებული და არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, განსაკუთრებული არაფერი იგეგმება. მინისტრის მოადგილეები შეასრულებენ სხვადასხვა მიმართულებებით თავიანთ ფუნქციას, ხოლო სამინისტროების ფუნქციაში განსაკუთრებული, თვისობრივად ახალი ცვლილებები არ იგეგმება. ეს ყველაფერი ინტერპრეტაციებია, ერთის ნათქვამი და მეორის დამატებული“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.

დღეს უმრავლესობის და პრემიერის შეხვედრა 19:00 საათზე გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42