"ბაღებში ბავშვის დარეგისტრირება დასწრებაზე არ უნდა იყოს" - თეონა ჭალიძე
პოლიტიკა - 20:41, 22 Jun, 2018     1141
,,ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი ბაგა ბაღებში აღსაზრდელენის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე საუბრობს. თეონა ჭალიძის თქმით, უამრავმა მშობელმა ვერ მოახერხა ბავშვის ბაღში დარეგისტრირება

“ბავშვების ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია წელსაც ხარვეზებით მიმდინარეობდა. ბევრმა მშობელმა მოგვმართა ,,ახალი საქართველოს" სოციალურ სამსახურს და უკმაყოფილება საფუძვლიანია. ნაწილმა საერთოდ ვერ დაარეგისტრირა ბავშვები, ნაწილმა საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით მდებარე ბაღში ძლივს მოახერხა დარეგისტრირება. საიტმა ვერ გაუძლო დატვირთვას, სერვერი გაითიშა, რამაც კიდევ უფრო გაართულა რეგისტრაციის პროცედურები. გაეროს ბავშვთა ფონდის მოსახლეობის კეთილდღეობის ბოლო კვლევამაც აჩვენა, რომ ქვეყნის მასშტაბით 14000-მდე ბავშვი ვერ დადის ბაღში, ადგილების არარსებობის გამო. მიგვაჩნია რომ ბაღებში ბავშვის დარეგისტრირება დასწრებაზე არ უნდა იყოს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველა ბავშვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებით სარგებლობის უფლება. წლებია რეგისტრაციის ეს ფორმა მშობლებს ნერვების ფასად უჯდებათ. რიგ ბაღებში რეგისტრაციის დაწყებისთანავე ადგილების არქონა დამატებით ეჭვებს ბადებს რომ ხელოვნურად ხდება ადგილების შევსება წინასწარ და ნაცნობობით დარეგისტრირება. ამის შესახებ ინფორმაცია კახა კალაძესთან მივიდა და გუშინ გამოეხმაურა კიდეც ამ საკითხს, თუმცა როგორც ვხედავთ მხოლოდ განცხადება საკმარისი არაა. მიგვაჩნია რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ბაღების რაოდენობის გაზრდაზე უფრო ოპერატიულად და გამონახოს ამისთვის საჭირო სახსრები. ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები პრიორიტეტი უნდა გახდეს ქვეყნისთვის. ,,ახალი საქართველოს" სოციალური სამსახურის ინიციატივაა ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია ბლოკჩეინ სისტემის გამოყენებით მოხდეს. ასეთ შემთხვევაში გამოირიცხება ყოველგვარი გაუგებრობები, ხარვეზები და გამჭვირვალე გახდება რეგისტრაციის პროცესი ყველა მოქალაქისთვის" -განაცხადა თეონა ჭალიძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42