საგამოძიებო კომისისიის წევრები მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს გამოკითხავენ
პოლიტიკა - 20:20, 22 Jun, 2018     1158
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოკლული მოზარდების ოჯახების წევრები გამოკითხეს.

ახალგაზრდების მშობლები - დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და ლევან დადუნაშვილის დედა, ნათია საყვარელიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მიესალმნენ და დანაშაულში მონაწილე პირების გამორკვევის იმედი გამოთქვეს. გამოკითხვაზე მყოფმა მშობლებმა, ადვოკატებთან ერთად, კომისიის წევრებს მომხდარი ტრაგედიის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გააცნეს და მოზარდების მკვლელობის საგამოძიებო პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზე ისაუბრეს.

ზაზა სარალიძემ და ნათია საყვარელიძემ საქმის გამომძიებლებთან და პროკურორებთან ურთიერთობების დეტალებზე ისაუბრეს. მოკლული ახალგაზრდების მშობლებმა სამედიცინო-საექსპერტო დასკვნებზე, ტრაგედიის ადგილიდან ამოღებულ ნივთმტკიცებებზე, მკვლელობის საქმეზე სხვადასხვა პირის მიერ მიცემულ ჩვენებებზე და ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად შესაძლო ხელისშემშლელ გარემოებებზე მათ ხელთ არსებული ინფორმაცია წარმოადგინეს.

მოზარდების მშობლების და მათი ადვოკატების გამოკითხვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კომისიის წევრებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე გარკვეული დეტალები დააზუსტეს და საგამოძიებო მასალებში მოცემული ფაქტები გადაამოწმეს.

გამოკითხვის შედეგად, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა, შემდგომ სხდომებზე გამოსაკითხ პირთა ვინაობები გამოკვეთეს და კომისიის მუშაობის განრიგი განსაზღვრეს. კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, კომისიის შემდეგი სხდომა 25 ივნისს 10:00 საათიდან გაგრძელდება და მასზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ კახა სირაძეს და საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძეს გამოკითხავენ.

26 ივნისს, დღის პირველ ნახევარში კომისიის წევრები არასრულწლოვანთა დაკითხვის მეთოდოლოგიას გაეცნობიან, რის შემდეგაც, დრო კვლავ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრას დაეთმობა.

სხდომის დასასრულს, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრისთვის კომისიის წევრებისგან შემდგარი ორი ჯგუფი დაკომპლექტდა, რომლებიც დროებით პატიმრობაში მყოფ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამოკითხავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42