„აღმოჩნდა, რომ კომისიის თავმჯდომარეს, სერგი კაპანაძეს ექსპერტები ზაზა ჭაია და ირაკლი ქადაგიძე ჰყავს მოწვეული. არ მგონია, რომ მათი დახასიათებით უნდა დავკავდე. ისე მოიწვია, რომ კომისიის წევრები საქმის კურსში არ ვიყავით. ამავე დროს კომისიამ ისეთი ექსპერტები უნდა მოიწვიოს, რომელთაც შეუძლიათ, ღირებული ინფორმაციის მოწოდება. როცა კომისიის თავმჯდომარე გადაწყვეტილებას იღებს, მას რეგლამენტით ერთპიროვნულად ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს. თავის დამხმარედ ვინც უნდა ის მოიწვიონ, მაგრამ თუკი ასეთ პირებს კომისიის სახელით იწვევს, ეს მინიმუმ კომისიაზე უნდა იყოს წარდგენილი. საორგანიზაციო საკითხები კომისიაზე წყდება. არ ვიცი, ჭაია და ქადაგიძე კომისიის წევრებს როგორ უნდა დაეხმარონ. თუ ბოკერიას ან რომელიმე სხვას ასეთი დახმარება სჭირდება, მშვიდობაში მოიხმარონ, მაგრამ არა კომისიის სახელით" - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
დღევანდელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, "ევროპული საქართველოს" წევრებმა ექსპერტის სტატუსით ირაკლი ქადაგიძისა და ზაზა ჭაიას მოწვევა მოითხოვეს.
მასალის გამოყენების პირობები






