"ეზოდან მანქანა გაჰყავდა, მეზობელი უყვიროდა, დაჭრილია ბავშვი, უშველეო... მანქანას წინ ჩემი შვილი მოჰყვებოდა მარტო, დაჭრილი"- ხორავას ქუჩის ტრაგედიის დეტალები
პოლიტიკა - 16:46, 22 Jun, 2018     12464

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის ლევან დადუნაშვილის დედას და ადვოკატს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კითხვა დაუსვეს, იყო თუ არა შემთხვევის ადგილზე სხვადახხვა პირი, სრულწლოვანების გარდა, რომელთაც შეუძლიათ კომისიას ღირებული ინფორმაცია მიაწოდონ.

„ასეთი სამი პირია გამოკვეთილი - გოცირიძე, დიანა ბოლოთაშვილი, ერთი პირია მამაკაცი, რომლის გვარიც არ ვიცი, სამწუხაროდ; წითელი მანქანის მეპატრონე. (ნიკოლოზ იორდანაშვილი). იმ ეზოში ოფისია, რომლის თანამშრომელიც არის ეს ბატონი და რომლის მანქანაც ეყენა ეზოში. მან ბრძანა, რომ, როცა კონფლიქტი დაიწყო, მაშინვე გამოვიდა ეზოდან, რომ ბავშვებს მანქანა არ დაეზიანებინათ, თუმცა პროცესზე დაკითხულმა ერთ-ერთა მოწმემ- გოცირიძემ რომელიც მე-5 სართულზე ცხოვრობს, თქვა, რომ დაინახა, ეს კაცი როგორ ჯდებოდა მანქანაში. ამ დროს დათო დაჭრილია და მოდის ეზოში - ვუყვიროდი, ბავშვია დაჭრილი, უშველე. დავინახე, რომ ეს კაცი ჩაჯდა მანქანაში და გავიდა ეზოდან, ვიდრე ეს ქალბატონი ჩამოვიდა ეზოში, წრე დაარტყა, ეს მანქანა უკვე არკის გამოსასვლელში იყო და ლევანი უკვე დაჭრილი დახვდა ამ ქალბატონს. შესაბამისად მას ეს ფაქტები უნდა დაენახა თუ თვალზე ხელი არ აიფარა.“- განაცხადა ადვოკატმა.

„ასევე, მაღაზიის დირექტორმა ციბაძემ დაადასტურა, რომ, როცა გამოვარდა დათოს მისახმარებლად, არკაში შესვლის დროს ხელს უშლიდა წითელი მანქანა, რომელიც გამოდიოდა და რომელსაც წინ ჩემი შვილი მოჰყვებოდა მარტო, დაჭრილი. მოდიოდა, რადგან ფეხზე იდგა, ჩავთვალე, რომ არაფერი სჭირდაო და შიგნით შევრბოდი რომ უკვე წაქცეულ დათოს მივხმარებოდი. მიშლიდა მანქანა, რომელიც გამოდიოდა არკიდანო.“ - თქვა დადუნაშვილის დედამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42